Friday, March 09, 2012

რიგითებსაც აქვთ სა(თამა)შოები!

მე ვარ რასტაფარი და მაქვს სა(თამა)შო
და ორივეს პრაქტიკაში გამოყენებისთვის სახელმწიფო მიდგენს წესებს- კანონებით და რელიგიებით, მანუგეშებენ სამოთხეებით და მართმევენ საშუალო სტატისტიკური მონაცემებით დადგენილი ხანმოკლე სიცოცხლის სუბიექტურად გამოყენების უფლებას.

არა და ამ ტანკებთან და ჯვრებთან მიახლოებული ვეუბნები: სახელმწიფოვ, მეგობარო, 2 წუთით გახსენი ეგ მუშტი- მე შემიძლია ჩემი ჯოინტი გაგიყო და შენ შეგიძლია ნახო გულის ფეთქვა როგორ გადადის სა(თამა)შოში და ლულებს უღვენთავს ტანკებს, აქრობს შენს მიერ გამტერებულ იდეებს, ლეღვის ხის ქვეშ სვამს სატანას და ვაშლის ჩაისთან საუბრობთ სამოთხის მოგონებებზე; მე შემიძლია განახო - რა აბსურდში კარგავ დროს და არ მაძლევ უფლებას არ ვცნობდე მტრებს და დაგიმტკიცო, რომ ამაში ცუდი არაფერია.

არაო. "საღი აზრი" მოაქვს არგუმენტად. პატრიოტიზმი მოაქვს არგუმენტად. "მტრების" მიერ დახოცილ-გაწამებული ხალხის ფოტოებს და განახევრებული ქვეყნის რუკას მიფრიალებს თვალებთან. მტერს მიხატავს და ამითი ამართლებს თავის ყველა გადაწყვეტილებას.

სხვა გზას არ მიტოვებს. მეც ვდგები, ჩემ ჯოინტს ვიდებ ჯიბეში და ვუერთდები დინებას, რომლის მიმართულების შეცვლა არა ერთხელ უცდიათ, მაგრამ ის კი ვერ გაუთვალისწინებიათ- სანამ მდინარე იარსებებს, მის სამართავად ყოველთვის კალაპოტებია საჭირო. კიდევ დიდხანს იარსებებს მდინარე, გადავა ერთი მიმართულებით მეორეში და მეც შეძახილზე- Будь готов! შევძახებ: всегда готов!



















დანარჩენ მსოფლიოში კი ის დროა, სავარძელიდან აუდგომლად, ერთი დაკლიკებით ცვლიდნენ სახელმწიფოების პრიორიტეტებს; ერთი "კეთილი" ადამიანის სუბიექტური აზრი და პირადული ვენდეტა აერთიანებდეს მსოფლიოს  მეორე, "ბოროტი" ადამიანის წინააღმდეგ. (ვიღაც MTV ჰიპსტერმა ვიღაც კონი ჩააკონა დედამიწის დებილ ნაწილს).

ამ 2 უკიდურესობებს შორის გახლეჩილი, მე უბადრუკი ვიღებ ისევ ჩემ ჯოინტს და მიკვირს- ასეთი $ლეობები ხდება ირგვლივ და რატომ ებრძვიან მაინც და მაინც სა(თამა)შოებიან რასტაფარებს?!

Friday, February 17, 2012

ამბავი იმისა, თუ როგორ იხსნა ბეტმენის ძმაკაცმა დედამიწა

ტკივილი არი ზომბირების ძალიან ძლიერი ფუნდამენტი. ისევე როგორც ოცნებები; ისევე როგორც ნაყინი ანგინიანი ბავშვისთვის- სიზმარშიც რომ საშინლად უნდა და მეტზე რომ ვერაფერზე ფიქრობს. მაგრამ ტკივილისგან განსხვავებით ოცნების და სურვილის უგულებელყოფას სწავლობ, ან ხდები ბუდისტი.

5 დღის განმავლობაში დამამონა კბილის ტკივილმა: პირველი 2 დღე აბუჩად ვიგდე, გაძლებას და ვეიდერის ძალებს ვტესტავდი ჩემში, მესამე დღეს პანიკის ნიშნები დამეტყო, ბოლო 2 დღე კიდევ რაციონალურად აზროვნების უნარი წამერთვა და იარაღი რომ მქონოდა (რაც, სადაც ვცხოვრობ სავსებით ლეგალურია) ფეხით მივიდოდი შაბათ კვირას დაკეტილ კლინიკებში და რამდენიმეოდე ტყვიას დავახლიდი კარზე. ასევე გულუხვი ვიქნებოდი სუპების მწარმოებელი კომპანიების მიმართ- საშინელი ტალახი რომ მასვეს ამ ხნის განმავლობაში (ღეჭვა არ შემეძლო), სადაზღვევო სისტემის მიმართ- უთვალავი დოლარები რომ სჭირდება დაუზღვევლად და საშინლად ბიუროკრატიული პროცესი როა დაზღვევით, და საერთოდ, მთლიანად სამყაროს მიმართ- ასეთ ტანჯვაში მყოფ ადამიანებს რომ პაციენტებს უწოდებენ და შემოსავლის წყაროები რომ ზუსტად ეს პაციენტები არიან.

 "ბლეკაუტი" დაემართა ტვინის იმ ნაწილებს, რომელიც ამ ტკივილთან და მის აღმოსაფხვრელ გზებთან არ იყო დაკავშირებული. ყველანაირ ახალ ინფორმაციას ვაკავშირებდი ტკივილთან, ყველანაირ წესრიგის თეორიაში ვხედავდი უდიდეს უსამართლობას, გარშემო ყველაფერი მეგონა ყალბი, რადგან არც ერთი მათგანი არ მიმსუბუქებდა ტკივილს.

ატლასს ვგავდი ის დღეები, ყბა გასიებულ, გაბოროტებულ პატარა ატლასს, რომელსაც იმ საშინელი ტკივილის გამო შეეძლო დედამიწა აეღო, აესროლა და იმ დედამიწით შეელეწა ღმერთების სარკმლები.

1 საათი გაგრძელდა ოპერაცია. ექიმმაც ზუსტად ეგ სცენარი დაინახა მგონი, თვალებში რომ ჩამხედა. მშვენივრად იცოდა ტკივილით მართვის თეორიის შესახებ და იფიქრა, მოდიო, ეს გოგონა არ იყოს რიგითი ჯარისქალი სისტემის წინააღმდეგო; თან ამერიკაში არ გვაწყობს ეგეთი სკანდალები- ანერვიულდებიან ბეტმენები და სუპერმენებიო.

და გამომიწერა ნარკატა. ...მსუბუქი ნარკატა. და დაუბრუნდნენ დედამიწას ნავთობის ჭაბურღილები, ავტომობილების მწარმოებელი კომპანიები, გენ. ლაბორატორიები, სამხედრო ძალები.  მე კიდევ ღრძილზე ნაკერებიანი, ტუჩზე სისხლ შემხმარი ვიჯექი სახლის შესასვლელ კართან და (ალბათ რამდენიმე საათით) ვუღიმოდი ჩემს ფეხებ ქვეშ თოვლის დნობას.


Thursday, January 05, 2012

NyQuil

წუხელ
იმ ერთი აბის მიღების შემდეგ
მე გავუხიე დედას საშო და ვიშვი,
საბჭოეთში,
ჩემი ნების გარეშე.

წუხელ
მე ვიყავი ამირანი, ნარკო დილერის მეგობარი,
ბაისეპებიანი, 6 კუბიკიანი, 2 დიპლომიანი და მაინც ეისიდით ენაზე.
iPad 2-ანი, ტოიოტა პრაიუსიანი, მაგრამ ჯაჭვიანი მონა
და ინსტრუქციებით
(კოდორის ქედზე)
ვჭიმავდი ნიკოფსიას დარუბანდამდე.

და ძალიან დაღლილს, წუხელვე
ბებომ თავისი მორფინის დოზა გამიყო
და ჩვენ ღმერთებს მოდის სიახლეებს ვაცნობდით,
წვერის გაპარსვას ვურჩევდით-
ხილვების დროს უფრო ესთეტიკურიაო, ბებომ.
სიმსივნის სევდიან სექსუალურობასზე ვყვებოდით,
(რომ ბებოს ერთი ძუძუც კი ბევრი ქალის 2ს ჯობდა)
და გვეცოდებოდა ქალები,
კაცებიც.

წუხელ მე სარკეში პირველად დავინახე საკუთარი ტანი და დღეს ვიცი, რომ ლამაზი ვარ.

The Berg Sans Nipple - Ghost

Tuesday, December 27, 2011

ჩემო ფიურერ,


მე მინდა მქონდეს უფლება ქიმიური იარაღი გამოვიყენო იმ გოგოების მიმართ, რომლებიც თვითშეფასების საზომად ერეგირებული პენისების რაოდენობას იყენებენ და იმ კაცების მიმართ, ვინც ამ გოგოებს ეგოებს უმაღლებენ.

მე მინდა მეხსიერებიდან ყოფილი გოგოებით მოყენებული ტკივილები ამოვწვა და ამ გოგოების საშოებიც მივაყოლო.

მე დაუნდობელ მსოფლიოში მიწევს ცხოვრება. მსოფლიოში, რომელშიც ბოროტება სუბიექტური ტერმინია და ყველაზე ბოროტ და "ლუზერ" ადამიანებსაც გულშემატკივრები ჰყავთ.

რა ირონიულია- ჩემით დანახული ყოფის სიბინძურეები, გადამუშავების ნაცვლად, გონების ფსკერზე მელექება და დეტოქსიკაციას სოციალური დეპრივაციით ვახდენ.

არასასურველის იგნორირება მისი ძალის აღიარებას ნიშნავს.

ოცნებებით შენთან,

ევა

Tuesday, December 13, 2011

Praying undone
















ციკლიდან: (f)Art, ანუ არაფხიზელი ზმანებები, ანუ იუდა, მიშველე!

Sunday, December 11, 2011

ხელოვნება (იგივე ხელოვნურობა, იგივე (f)Art) ერთად ერთი გამართლებაა ფხიზელი ყოფნის. 21 საუკუნის უბრალო მოქალაქეებმაც უკვე გაიგეს ამის შესახებ და ელემენტარული დიალოგის დროსაც ხელოვნებასთან გაქვს საქმე.

სულ სხვა საქმეა არაფხიზელი მდგომარეობა, თრიფები ღმერთებზე და კურდღლების ხელმძღვანელობა ლაბირინთებში, სიზმრები წარსულ ცხოვრებაზე და შიზოფრენიული ხილვები მომავალზე, ფრიგიდული ფანტაზიები და ფოტოშოპის უნიჭო გამოყენება.

ჩემი მინიმალისტური ხელოვნება და დღის ობსერვაცია: ალისა ჩემი ძმაკაცია.






Monday, May 30, 2011

ესეც არც თუ ისე შემოქმედებითი, საქველმოქმედო, გრაჟდანული პროტესტების კრებული

Friday, March 25, 2011

ის ვიღაც ქალის და კაცის შვილია, ბავშვობაში ერთი, ვიღაც ქალის და კაცის შვილი უყვარდა, ვიღაც ქალის და კაცის შვილებთან ერთად თამაშობდა, სწავლობდა, ტრადიციებისამებრ ერთობოდა. ...ტრადიციებისამებრ, "მთვარეული" დაარქვეს (ასეთ დიაგნოზებს ალბათ მუცლის ღრუს ხელით გასინჯვით ადგენენ), შესაბამისად ფსიქიატრიულში მიყავს ტრადიციულ ვიღაც ქალს და კაცს, ცრემლიანი ემშვიდობება, მათი შვილი ხომ ყველას არ გაქვს, რატომ დასაჯა ღმერთმა ასე?! თუმცა გული მშვიდად აქვთ, აქ მისთვის უკეთესია.

ვიღაც ქალის და კაცის შვილის დიაგნოზი აქ სულ არ აინტერესებთ. ის გიჟია. დიდად არც იმას აქვს მნიშვნელობა, რა ტემპერატურა იქნება მის ოთახში წელიწადის ამა თუ იმ დროს, არც იმას, კვირაში რამდენჯერ ჩაიცვამს სუფთა ტანსაცმელს ან დაწვება სუფთა საწოლში, ან საერთოდ თუ ექნება საწოლი, შენობიდან ხომ თითქმის არ გავა მაინც. ...არ გაუშვებენ. აქ ფიქრის საშუალებასაც არ მისცემენ, გიჟური აზრები აქვს, აფექტიც ექნება ალბათ აზრებს რომ აჰყვეს. სუპში ჩამბალ პურს აჭმევენ, ცივი შხაპი თუ უფრო არ აგიჟებს- ბანაობის საშუალებას აძლევენ, ჯადოსნურ აბს აყლაპებენ ყოველ დღე, რომ არავინ შეაწუხოს ზედმეტად და მოიბუზოს მისთვის განკუთვნილ ძალიან ძველ და ჭუჭყიან, მაგრამ საწოლში.

ხვალ დილით კორიდორში გავა. ვიღაც პატარა გოგო -ბიჭების ბაბუს გამოელაპარაკება და, თუ საშუალება მისცეს, ნარდსაც ეთამაშება. ვიღაც გოგო -ბიჭების ბაბუები, არავისი დედები და ბებოები, ნაპოლეონის მეგობრები და დამსახურებული არტისტები მისი მეგობრები არიან. მათი რეალობაც ერთ დღიანია, ჯადოსნურ აბამდე მოსწრებული რეალობა. ეს უბრალო ჯადოსნური აბი არ არის- ეს წამალი "მე გიჟი არა ვარ"-ის სისულელეში გარწმუნებს და უსხეულოს გხდის შენი ძალიან ძველი და ჭუჭყიანი, მაგრამ მაინც საწოლის მიმართ, გაყვარებს სუპში ჩამბალ პურს და შენს ჭერზე ალბათ საუკუნის წინ გაჩენილ დიდ ბზარს. ბზარიდან დანახული ცის ნაგლეჯი ათას სიზმარს დაასიზმრებს ამაღამ ვიღაც ქალის და კაცის შვილს, დილით ალბათ კედელზე გადმოტანაც მოუნდება რომელიმე მათგანის, მაგრამ არ შეიძლება. აქ მხოლოდ გისოსებს გამოქცეული მზის სხივი შეიძლება, შენნაირები შეიძლება და, რა თქმა უნდა, ჯადოსნური აბის მადლით მარგალიტებივით დაბერილი ძალიან ძველი და ჭუჭყიანი, მაგრამ მაინც საწოლები შეიძლება.

საუკუნის რეალობა: თბილისის ფსიქიატრიული კლინიკები.

Thursday, December 02, 2010

ერთ ჩემ ძველ პოსტს გამოეხმაურნენ ფორუმზე გუშინ. თავისუფლებაზე იყო თემა.

"ჩემთვის თავისუფლებაა როცა რიგში ვდგავარ და მსუქანი ქალი ჩემს უკან გვერდზე არ მწევს.
როცა რაღაცა ისეთი ვიყიდე, რომელსაც გარანტია მოყვა; მოვიტანე სახლში, არ იმუშავა და უკან წავიღე გამოსაცვლელად და გამომიცვალეს.
როცა ზებრა გადასასვლელზე გადარბენა არ მჭირდება და როცა მწვანეზე გადასვლისას მაინც ორივე მხარეს გახედვა არ მიწევს.
როცა სამუშაო საათებზე მეტს ვმუშაობ და შემოსავალი იმდენი მაქვს, რომ ბანკშიც ვინახავ და ყოველდღიურობისთვისაც მყოფნის.
როცა ფართიზე ვარ უცხო სასტავთან და რაღაც სარკასტულ-მწარე ხუმრობას ვიტყვი და იმ 2 ადამიანს გაეღიმება.
როცა ამერიკის საელჩო საქართველოში ასეთი პარანოიდი არ არი.
როცა მარტო ვცხოვრობ და ძმას და ძმის ცოლს და დედას და ქვისლებს და მაზლებს მაინც ჩემთან ცხოვრება არ უნდათ.
როცა მარგარიტას მიქსი გუდვილში ვიპოვე.
როცა სამსახურში, თანაბარ პირობებში ჩემზე მეტი პრივილეგიები "უცხოელ ექსპატებს" არ ეძლევათ.
როცა მალტაში 1 კვირაში მინდა ჩასვლა და ვიზას არ ველოდები 1 თვე. "

ექსპატებზე მოეწონათ ყველაზე მეტად. ვეთანხმები.
რომელ Fილდში უნდა ვიმუშავო ისე, რო ვინმე დურაკი ესქპატი არ მოვიდეს და რაღაც ბულშითზე ჭკუის სწავლება არ დამიწყოს? და რაც მთავარია, თვითონაც იცოდეს რო ბულშითია, იმდენად იცოდეს რო ლანჩზე თავის მეგობრებს მოუყვეს მსგავსი სახალისო ისტორიები. არადა ბოლო წლების განმავლობაში სულ ექსპატებთან ვმეგობრობდი სამამულო სირობისგან გულარეული. ძალიან ხშირად მიწევდა ხოლმე დამცირებების ხუმრობაში გატარება. ...კრიტიკა ბავშვობიდან მომწონდა და თავი გამიზნულად მიმყავდა ჩალენჯინ სიტუაციებში, მაგრამ, როცა კრიტიკა მოდის ისეთი სუბიექტისგან, რომელსაც მესამე მსოფლიოს ქვეყანაში ჩამოსვლის გამო თავი ღმერთი ჰქონია და საფუძველშივე დისრეგარდს უკეთებს ადგილობრივ სპეციფიკებს, მასწავლის როგორ ვიყო ლიდერი და ამავდროულად მართმევს ლიდერობის პოზიციას, დასცინის ადგილობრივ სირობას და ამავდროულად ყიდულობს მიწებს აქ დასამკვიდრებლად, ცოტა არ იყოს მეცინება და უფრო ცოტა არ იყოს ვითრგუნები. დრესაც ეგრე მოხდა. დიდი ხნის უნახავი მეგობრები შეიკრიბნენ და მივედი. ...1 საათში გული ამერია და წამოვედი. და ხვალაც, დილით გაღვიძება დამეზარება, იმირომ რომ იდეას ვერ დავინახავ რატომ უნდა წაივდე სამსახურში, მთავარი გმირები ყოვლისმცოდნე ექსპატები არიან მაინც, რომლებიც ადგილობრივი ხალხის "კაპასითი ბილდინგ" პროექტებისთვის გრანტებით ირჩენენ თავს.

მე ისევ მეცინება.

თვის სიტყვა : eleutheromaniac. ( dictionary for difficult words )


Monday, November 22, 2010

"იმ ხანაში, სადაც პენისებს ჭუჭულიკებს ეძახდნენ და სექსი არ არსებობდა, ტიპმა დიდი ზეგავლენა მოახდინა სტუდენტ გოგოებზე. არ ვიცი ეს სატანა იყო, თუ ძლიერი ფსიქოლოგი"- დაასკვნა დღეს ჩემი მეგობრის ოჯახმა.

...რა მაგარია იცოდე რომელი ვიტამინის ნაკლებობას განიცდის შენი თაობა, რომ ამ ვიტამინით მანიპულირება დაიწყო. ინფორმაციული დეპრივაციის იმპერიის ჰიპნოზით მოთვინიერება გენიალური იდეა იყო. ის ტიპი პენისისა და საშოს ფიზიოლოგიურ ჯადოსნობებზე გულახდილი საუბრებით აფსიხებდა კომბოსტოებიდან მოყვანილ ქალიშვილებს. ...უცებ უვლის სკანერი სტატისტიკას- რამდენი სამებისა და ქაშუეთის მრევლი გახდებოდა იგივე ჰიპნოზით "თვალახელილი" და "ჭეშმარიტებას ნაზიარები" დღეს, 2010 წლის 22 ნოემბერს?! გული მერევა და მინდა ვიყო ამ მრევლთაგანი, რომ ინფორმაციულ დეპრივაციაში ვიცხოვრო, რომ მეშინოდეს ყველა ჩემთვის აქამდე წაუკითხავ უნახავის, რომ ვიყო კეთილგულა, წარჩინებული რობოტი, რომელიც ყველის 3 სახეობას შეექცევა მხოლოდ- დანარჩენებში ქიმიაა, რომ გავხდე ღვთიური გენების ინკუბატორი და ჩემს ნაშობ, გარობოტებულ რაღაცეებსაც რომ ისევე ეშინოდეთ იმ ტიპების და ერს იცავდნენ მათგან.

brave new world!