Thursday, December 02, 2010

ერთ ჩემ ძველ პოსტს გამოეხმაურნენ ფორუმზე გუშინ. თავისუფლებაზე იყო თემა.

"ჩემთვის თავისუფლებაა როცა რიგში ვდგავარ და მსუქანი ქალი ჩემს უკან გვერდზე არ მწევს.
როცა რაღაცა ისეთი ვიყიდე, რომელსაც გარანტია მოყვა; მოვიტანე სახლში, არ იმუშავა და უკან წავიღე გამოსაცვლელად და გამომიცვალეს.
როცა ზებრა გადასასვლელზე გადარბენა არ მჭირდება და როცა მწვანეზე გადასვლისას მაინც ორივე მხარეს გახედვა არ მიწევს.
როცა სამუშაო საათებზე მეტს ვმუშაობ და შემოსავალი იმდენი მაქვს, რომ ბანკშიც ვინახავ და ყოველდღიურობისთვისაც მყოფნის.
როცა ფართიზე ვარ უცხო სასტავთან და რაღაც სარკასტულ-მწარე ხუმრობას ვიტყვი და იმ 2 ადამიანს გაეღიმება.
როცა ამერიკის საელჩო საქართველოში ასეთი პარანოიდი არ არი.
როცა მარტო ვცხოვრობ და ძმას და ძმის ცოლს და დედას და ქვისლებს და მაზლებს მაინც ჩემთან ცხოვრება არ უნდათ.
როცა მარგარიტას მიქსი გუდვილში ვიპოვე.
როცა სამსახურში, თანაბარ პირობებში ჩემზე მეტი პრივილეგიები "უცხოელ ექსპატებს" არ ეძლევათ.
როცა მალტაში 1 კვირაში მინდა ჩასვლა და ვიზას არ ველოდები 1 თვე. "

ექსპატებზე მოეწონათ ყველაზე მეტად. ვეთანხმები.
რომელ Fილდში უნდა ვიმუშავო ისე, რო ვინმე დურაკი ესქპატი არ მოვიდეს და რაღაც ბულშითზე ჭკუის სწავლება არ დამიწყოს? და რაც მთავარია, თვითონაც იცოდეს რო ბულშითია, იმდენად იცოდეს რო ლანჩზე თავის მეგობრებს მოუყვეს მსგავსი სახალისო ისტორიები. არადა ბოლო წლების განმავლობაში სულ ექსპატებთან ვმეგობრობდი სამამულო სირობისგან გულარეული. ძალიან ხშირად მიწევდა ხოლმე დამცირებების ხუმრობაში გატარება. ...კრიტიკა ბავშვობიდან მომწონდა და თავი გამიზნულად მიმყავდა ჩალენჯინ სიტუაციებში, მაგრამ, როცა კრიტიკა მოდის ისეთი სუბიექტისგან, რომელსაც მესამე მსოფლიოს ქვეყანაში ჩამოსვლის გამო თავი ღმერთი ჰქონია და საფუძველშივე დისრეგარდს უკეთებს ადგილობრივ სპეციფიკებს, მასწავლის როგორ ვიყო ლიდერი და ამავდროულად მართმევს ლიდერობის პოზიციას, დასცინის ადგილობრივ სირობას და ამავდროულად ყიდულობს მიწებს აქ დასამკვიდრებლად, ცოტა არ იყოს მეცინება და უფრო ცოტა არ იყოს ვითრგუნები. დრესაც ეგრე მოხდა. დიდი ხნის უნახავი მეგობრები შეიკრიბნენ და მივედი. ...1 საათში გული ამერია და წამოვედი. და ხვალაც, დილით გაღვიძება დამეზარება, იმირომ რომ იდეას ვერ დავინახავ რატომ უნდა წაივდე სამსახურში, მთავარი გმირები ყოვლისმცოდნე ექსპატები არიან მაინც, რომლებიც ადგილობრივი ხალხის "კაპასითი ბილდინგ" პროექტებისთვის გრანტებით ირჩენენ თავს.

მე ისევ მეცინება.

თვის სიტყვა : eleutheromaniac. ( dictionary for difficult words )


Monday, November 22, 2010

"იმ ხანაში, სადაც პენისებს ჭუჭულიკებს ეძახდნენ და სექსი არ არსებობდა, ტიპმა დიდი ზეგავლენა მოახდინა სტუდენტ გოგოებზე. არ ვიცი ეს სატანა იყო, თუ ძლიერი ფსიქოლოგი"- დაასკვნა დღეს ჩემი მეგობრის ოჯახმა.

...რა მაგარია იცოდე რომელი ვიტამინის ნაკლებობას განიცდის შენი თაობა, რომ ამ ვიტამინით მანიპულირება დაიწყო. ინფორმაციული დეპრივაციის იმპერიის ჰიპნოზით მოთვინიერება გენიალური იდეა იყო. ის ტიპი პენისისა და საშოს ფიზიოლოგიურ ჯადოსნობებზე გულახდილი საუბრებით აფსიხებდა კომბოსტოებიდან მოყვანილ ქალიშვილებს. ...უცებ უვლის სკანერი სტატისტიკას- რამდენი სამებისა და ქაშუეთის მრევლი გახდებოდა იგივე ჰიპნოზით "თვალახელილი" და "ჭეშმარიტებას ნაზიარები" დღეს, 2010 წლის 22 ნოემბერს?! გული მერევა და მინდა ვიყო ამ მრევლთაგანი, რომ ინფორმაციულ დეპრივაციაში ვიცხოვრო, რომ მეშინოდეს ყველა ჩემთვის აქამდე წაუკითხავ უნახავის, რომ ვიყო კეთილგულა, წარჩინებული რობოტი, რომელიც ყველის 3 სახეობას შეექცევა მხოლოდ- დანარჩენებში ქიმიაა, რომ გავხდე ღვთიური გენების ინკუბატორი და ჩემს ნაშობ, გარობოტებულ რაღაცეებსაც რომ ისევე ეშინოდეთ იმ ტიპების და ერს იცავდნენ მათგან.

brave new world!


Sunday, November 21, 2010

ძველ პოსტს ვაცოცხლებ.


Tuesday, February 26, 2008

უცხოპლანეტელის დღიურებიდან



სახელი: ევა
ასაკი: 29 მ. წ.
მისია: ადაპტაცია
გამოცდილება: არ არის მნიშვნელოვანი


მოვლენის შემდეგ აღიქმება როგორც ქალი. ამ როლს ითავისებს 5 წლის ასაკიდან. დანარჩენ სხვა როლებს გარემოებები განაპირობებს, ამიტომ ცვლადია.
სამეტყველო ენა არ გააჩნია, თუმცა საკუთარი ტვინის მუშაობას თარგმნის ქცევის ენაზე. განსაკუთრებული ფიზიკური ნაკვთები: ფართოდ გახელილი თვალები, სახელური მკერდებს შორის.
ემოციების განცდა და გამოვლენა არ შეუძლია, თუმცა ისწავლა აღტაცება, გაბრაზება, ცრემლის გამომუშავება.

პირველი დაბადება არ ახსოვს, მხოლოდ ის იცის, რომ მის პლანეტაზე დაბუშტული გულებია, უსიტყვო გრძნობებია თვალებიდან გადმოხეთქილი, ცები პულსირებენ.
აქ მოვლენის შემდეგ დიდი სიცარიელეა ორგანიზმში. ერთადერთი ვისთანაც საუბარი შეუძლია საკუთარი სხეულია, რომელსაც ლუპით დასდევს. ვერ ხვდება გარშემო არსებებს ასე სად ეჩქარებათ, არ ესმის თვალები რატომ არ უჩანთ, ან ხიდები რატომ არ აქვთ მკერდებს შორის მომავალი.
აქ დღეებია, ღამეებს ვერ იყენებენ.
აქ ერთმანეთს ადამიანებს უწოდებენ, ერთმანეთს კლასებით ჰყოფენ, ერთმანეთთან მიზნების გამო მიდიან, ერთმანეთისგან მიზნების გამო მიდიან, …და მუდან ეჩქარებათ.
აქ ცა ცისფერია, …არ პულსირებს. აქ მიწაა გადაშლილი, რომელზეც დადიან, …მხოლოდ დადიან, …მხოლოდ მიზნებამდე მიღწევისთვის დადიან, მიწა ეშორებათ, ევიწროვებათ, არ ჰყოფნით, ცუდი გზებია. …მიწის სუნი კი არ იციან, მიწაზე დაბიჯებით ცოდვას ვერ გრძნობენ. ... აქ კიბეებს აბიჯებენ, გამოტოვებული კიბე რომ წყევლის არ იციან.
მას ვერ ხედავენ. მხოლოდ მის სხეულს ხედავენ, ლამაზი სხეული აქვს. მისი სხეული ენერგიის ნაპერწკლებს ირეკლავს მზეზე და ეს მხოლოდ მათ სჭრით თვალს, ვისაც მიზნებიანმა არსებებმა გადაუარეს, ვისაც აღარ ეჩქარებათ და ამით სიცოცხლის იდეა დაკარგეს. საოცარია, მის სახელურს ვერავინ ხედავს, და არც არავის შეუღია ჯერ. ნეტავ, ლუპები თუ აქვთ, …ან სწორად თუ იყენებენ?
ის ვერ გრძნობს. მხოლოდ ტკივილი ასწავლა თავს. შუა საცობში გული გადაიხსნა და წინ დაუდგა მოძრაობას, …მათაც მყისიერად დაუკაწრეს დედიშობილა სული. …პირველადი მისია შესრულებულია, …იგრძნო! …მაინც რატომ ვერ ხედავენ სახელურს, რატომ აძლევენ ტკივილს ასე იოლად გზას? ტკივილი არ მოეწონა, მაგრამ პირველი გრძნობა ის იყო.
......

Monday, October 04, 2010

I was going through trash and found this. Felt like keeping it.

Due to sever stupidity and paranoia this user's been dead for 2 years.





Thursday, September 23, 2010

აღმოსავლეთში მინდა

რაღაც პერიოდები მაქვს ხოლმე აღმოსავლური შეტევების. ამის წინაც, მორიგ მივლინებაში მივდიოდი, ამჯერად 2 დღიანში; ჩანთაში საფულე, პასპორტი, iPod-ი, ტელეფონი და ჟაკეტი მედო და საშინლად მიხაროდა იმაზე ფიქრი, რომ შემეძლო აი ამ წამში სულ სხვა მიმართულებით წავსულიყავი და თავი ამომეყო ნეპალში. თავისუფლების ამ ლეველზე განცდა არი ჩემთვის მიზეზი, რატომაც ვიღვიძებ დილით.

საქართველოს საელჩოს მივწერე დელიში; ჩამოდიო, იქნებაო პოზიციაო შენთვისო. ღმერთებოოო! რამდენგან მაქვს წასასვლელი!!! და რამდენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო რაღაც შემიძლია გავაკეთო.

* დავრჩე თბილისში და შვილივით რომ მიყვარს იმ ორგანიზაციის წარმატებისთვის გავაგრძელო მუხლჩაუხრელად და 6 საათის ძილით მუშაობა.
* წავიდე დელიში და ვიმუშავო საქართველოს საელჩოში ინდოეთში. ვიყო ინტერნი, მაგრამ ვიცხოვრო/ვიბოდიალო/ვასხა ინდოეთში.
* წავიდე ნეპალში, ვაბშე უყველაფროდ, უმიზნოდ, იმ ზეცაში დაწერილი წიგნის ანაბარად. ვიბოდიალო რამდენიმე ხანი და შეიძლება ინგლისური ვასწავლო ნეპლელ ბაღნებს. თუ გამოვიდა ხო კაი, თუ არადა ხო ცუდი.
* პალესტინაში ჩავაკითხო ჩემ თანამშრომელს, just for fun და მერე იერუსალიმშიც ვინახულო ჩემი ძველი უმფროსი – დევიდიკო. აქაც გავასხავ.

just for fun–ზე გამახსენდა ევროპა და აშშ.

* სტამბული ერთ სიმპათიურ, ერუდირებულ, ძალიან მაგარ ახალგაზრდასთან.
* პარიზი შობას ერიკასთან (სავარაუდოდ ჯეFიც წამოვა).
* ვარშავა შობამდე ან შობის შემდეგ მაია, მათეუშ და ანდრჟეისთან.
* ლას ვეგასი.
* თბილისი ჩემ ყველაზე ახლო მეგობრებთან, ჩაფსმამდე რო მაცინებენ ხოლმე, ახალ წელს ჩემს ახალ სახლში.


adjective of the month: indecisive.

Wednesday, June 23, 2010

დეპრესიის მენსტრუალური წმენდა და ჰორმონების ზეიმი ქვია ამას.

ვზეიმობ კომუნიზმის მოუნელებელ პორციაზე აყვავებულ ფოლკლორს;
ვზეიმობ იმას, რომ ხვალვე შემიძლია სადაც მინდა წავიდე და ყველგან ხალხს ვეყვარები;
რომ თხის თბილი რძე თავზე ძაან სქელ მონაქაფს იკეთებს და მაინც ვსვამ;
რომ ორშაბათს და ოთხშაბათს ქალებს თმის დაბანა არ შეუძლიათ - ძმის ან მეუღლის სიკვდილი იცისო - და ამ ქალებს რომ დიდ პატივს ვცემ ბრმა, გულწრფელი რწმენის უნარისთვის;
რომ უშგულში შიმშილით გული მიმდის და ადგილობრივი ხალხი შხარას შესაშური სუსხით მიხურავს "მასპინძლის" კარს- არავისი ნათესავი ვარ და საკუთარ თავს მევე უნდა ვუშველო;
რომ კახეთში ერთი ისეთი ქირურგი ჰყავთ, რომ ჩაქაფულისგან ცხვარს აწყობს;
რომ ხმალი კი არა, ხევსურეთის მიწა დაიჟანგა...


ბავშვობაში დედას დავემუქრე - რომ გავიზრდები შენზე წიგნს დავწერ მეთქი. ალბათ მაშინაც ვხვდებოდი, რომ ემოციების ტკივილამდე განცდა გხდის შემოქმედად. ტკივილ ნარევი, მომაკვდავი ფოლკი ჩვენიც ამას მიშვრება.



თვის ორგაზმული სამსახური: გენებთან ჭიდილი.

Sunday, June 13, 2010


ადუღებული ასფალტის სუნს უნიჭოდ აყვავებული და თავშეუკავებელი თუთის სუნი ერევა და გულს მირევს. სწრაფად ვცდილობ გავერიდო უაზრო ბავშვებს, რომლებიც თავისი მშობლების შეცდომის გამოსწორებას თვითდამკვიდრებით, ანუ კისერზე ძარღვებ დაბერილები "ომობანას" თამაშით ცდილობენ.

ეს ის დედამიწაა, სადაც შენს შემდეგ შვილის დატოვება გენერვიულება.

ხოლმე მინდება ჩემი რეალობები მოვკუჭო და shift+delete-თ წავშალო.

ვზივარ შინ და საკვებად ვუსმენ ეკოს.


- "მამაო ჩვენო, მამაო ჩვენო, შე დედამიწის გამჩენო!"




Saturday, February 27, 2010

ცა მომენატრა.

რამდენი ხანია ცასთაც ახლოს აღარ ვყოფილვარ. ყველაზე ახლოს ცასთან 2007 წელს ვიყავი, 2007 წლის 7 ივლისს, ღრუბლებს რო ვსუნთქვადი მაშინ, პლანეტები ერთმანეთს ციმციმში რო ეჯიბრებოდნენ მაშინ; და მე რო ამ ყველაფერს შუა ღამისას ერთი დიდი გორაკიდან - მუხლამდე ბალახში ჩაწოლილი რო ვუყურებდი მაშინ. ზოგი ხალხი ხოლმე ცას რო უყურებს ღმერთზე ეფიქრება, ღმერთს ეძებს, ღმერთს ხატავს. ...მე კიდე სუ იმაზე მეფიქრება, ამ ღმერთზე ფიქრით და ხატვით სილამაზეების და გენიალურობების აღქმას როგორ ვიქრობთ დასაწყისშივე, რო თვალების/ყურების მიერ აკრეფილ კა-ეfს კანზე ხანჯლებად ამოსვლის უფლებას არ ვაძლევს. მორჩილება იმის მიმართ, რაც მასწავლეს, ახლის სწავლის სურვილს აჩლუნგებს.
ვერ დანახულის სიყვარული ყველაზე იოლი სიყვარულია (...და დამღუპველი). აბა, როგორ ფიქრობთ, რატო გიჟდებიან პატარა გოგოების ტვინები "თეთრ ცხენებზე და კიდე პრინცებზე"? იმიტო რო, როგორც უნდათ ისეთები არიან ეს პრინცები, რასაც უნდათ იმას უკეთებენ, როცა უნდათ მაშინ აქვთ სექსი. ძაან საყვარელია ეს ყველაფერი, იმიტომ რო არ არსებობს. კიდევ მინდა ვიოცნებო, იმიტომ რომ არ არსებობს. ოცნებას და რეალობას ვმიჯნავ ჩემი ოცნებით მიღებული 2გაზმით და ოჯახს ვანგრევ 30 წლის (ან უფრო პატარა) ასაკში. ...და ეს შემომსკდარი მასალა მედღაბნება ოცნებაზე.

რაც შეიძლება შორს უნდა რო ვიყო, რო გამაოცნებოს და ბედნიერად იყოს ამიტომ. ... მე კიდე არ ვარ ღმერთებისთვის და ოცნებებისთვის დაბადებული. მე იმ ბალახებით გაჭრილი თითიდან წამოსული სისხლის გემო მინდა რო გავიგო; თითებს შორის ღრუბლები მქონდეს და შეგროვებას ვცდილობდე ამაოდ; კოსმოსის სიდიდის გააზრება რო მე და ჩემ გორაკს გვაპატარავებს, მაგ გრძნობით გამოწვეული პატარა ხანჯლების ტალღა მინდა კანზე.

თვის სიტყვა: მიწა.

Monday, January 18, 2010

Why do I always get a blood rush in my head when I see the name?!



Pain of the year: past.