Monday, November 22, 2010

"იმ ხანაში, სადაც პენისებს ჭუჭულიკებს ეძახდნენ და სექსი არ არსებობდა, ტიპმა დიდი ზეგავლენა მოახდინა სტუდენტ გოგოებზე. არ ვიცი ეს სატანა იყო, თუ ძლიერი ფსიქოლოგი"- დაასკვნა დღეს ჩემი მეგობრის ოჯახმა.

...რა მაგარია იცოდე რომელი ვიტამინის ნაკლებობას განიცდის შენი თაობა, რომ ამ ვიტამინით მანიპულირება დაიწყო. ინფორმაციული დეპრივაციის იმპერიის ჰიპნოზით მოთვინიერება გენიალური იდეა იყო. ის ტიპი პენისისა და საშოს ფიზიოლოგიურ ჯადოსნობებზე გულახდილი საუბრებით აფსიხებდა კომბოსტოებიდან მოყვანილ ქალიშვილებს. ...უცებ უვლის სკანერი სტატისტიკას- რამდენი სამებისა და ქაშუეთის მრევლი გახდებოდა იგივე ჰიპნოზით "თვალახელილი" და "ჭეშმარიტებას ნაზიარები" დღეს, 2010 წლის 22 ნოემბერს?! გული მერევა და მინდა ვიყო ამ მრევლთაგანი, რომ ინფორმაციულ დეპრივაციაში ვიცხოვრო, რომ მეშინოდეს ყველა ჩემთვის აქამდე წაუკითხავ უნახავის, რომ ვიყო კეთილგულა, წარჩინებული რობოტი, რომელიც ყველის 3 სახეობას შეექცევა მხოლოდ- დანარჩენებში ქიმიაა, რომ გავხდე ღვთიური გენების ინკუბატორი და ჩემს ნაშობ, გარობოტებულ რაღაცეებსაც რომ ისევე ეშინოდეთ იმ ტიპების და ერს იცავდნენ მათგან.

brave new world!


2 comments:

Ectomorph said...

საქმე იმაშია, რომ ასეთი ფსევდო ფსიქოლოგები დღესაც ადვილად აღწევენ მიზანს, იმავე ფსევდო დეპრივაციული მექანიზმით და რეველაციური მიდგომით...
აჰაჰაჰა, მართლა გულის ამრევები არიან სხვა ღირსებებზე რომ არ არაფერი ვთქვათ...
p.s. respect eva :)

Mike said...
This comment has been removed by the author.