Wednesday, March 18, 2009

ე.ი თებერვალში გადამიცდა. არა უშავს, მარტში მომივიდა.
ელვა იდეები მომდიოდა ხოლმე, მაგრამ დასაწერად დაჯდომაზე ფიქრიც კი მტკენდა რაღაცას გულ მკერდის არეში.
უკვე მესამე კვირაა კახეთში ხარ მივლინებით. "ბავშვთა კეთილდღეობის პროგრამა"ს ვეწირები. თავიდან ძალიან მომწონდა ეს პროგრამა, ბავშვობაში წაკითხულ "გრძელფეხება მამიკოს" ჰგავს პროცედურებით (Daddy Long Legs). სოფლიდან ბავშვები წერილებს სწერენ ვიღაც ძიებს და ამ მიმოწერის შედეგად დაფინანსებას იღებენ და სოფელიც შენდება. აბა გამოიცანი საქართველოს რეგიონებში რა პრობლემებია ამ პროგრამის დასაწყებად? _ დიახ! ადგილობრივი სამღვდელოება ნებას არ რთავს კიარადა, კურთხევას არ აძლევს მშობლებს ბავშვები ჩართონ პროგრამაში! ადამიანურად ვნადგურდები ამდენ გადალესილ ტვინთან ყოველდღე ურთიერთობით.
მთელი დღეები გაღიზიანებული ვარ. არასოდეს ვიცხოვრებ პატარა "ქალაქში".