Wednesday, June 23, 2010

დეპრესიის მენსტრუალური წმენდა და ჰორმონების ზეიმი ქვია ამას.

ვზეიმობ კომუნიზმის მოუნელებელ პორციაზე აყვავებულ ფოლკლორს;
ვზეიმობ იმას, რომ ხვალვე შემიძლია სადაც მინდა წავიდე და ყველგან ხალხს ვეყვარები;
რომ თხის თბილი რძე თავზე ძაან სქელ მონაქაფს იკეთებს და მაინც ვსვამ;
რომ ორშაბათს და ოთხშაბათს ქალებს თმის დაბანა არ შეუძლიათ - ძმის ან მეუღლის სიკვდილი იცისო - და ამ ქალებს რომ დიდ პატივს ვცემ ბრმა, გულწრფელი რწმენის უნარისთვის;
რომ უშგულში შიმშილით გული მიმდის და ადგილობრივი ხალხი შხარას შესაშური სუსხით მიხურავს "მასპინძლის" კარს- არავისი ნათესავი ვარ და საკუთარ თავს მევე უნდა ვუშველო;
რომ კახეთში ერთი ისეთი ქირურგი ჰყავთ, რომ ჩაქაფულისგან ცხვარს აწყობს;
რომ ხმალი კი არა, ხევსურეთის მიწა დაიჟანგა...


ბავშვობაში დედას დავემუქრე - რომ გავიზრდები შენზე წიგნს დავწერ მეთქი. ალბათ მაშინაც ვხვდებოდი, რომ ემოციების ტკივილამდე განცდა გხდის შემოქმედად. ტკივილ ნარევი, მომაკვდავი ფოლკი ჩვენიც ამას მიშვრება.



თვის ორგაზმული სამსახური: გენებთან ჭიდილი.

Sunday, June 13, 2010


ადუღებული ასფალტის სუნს უნიჭოდ აყვავებული და თავშეუკავებელი თუთის სუნი ერევა და გულს მირევს. სწრაფად ვცდილობ გავერიდო უაზრო ბავშვებს, რომლებიც თავისი მშობლების შეცდომის გამოსწორებას თვითდამკვიდრებით, ანუ კისერზე ძარღვებ დაბერილები "ომობანას" თამაშით ცდილობენ.

ეს ის დედამიწაა, სადაც შენს შემდეგ შვილის დატოვება გენერვიულება.

ხოლმე მინდება ჩემი რეალობები მოვკუჭო და shift+delete-თ წავშალო.

ვზივარ შინ და საკვებად ვუსმენ ეკოს.


- "მამაო ჩვენო, მამაო ჩვენო, შე დედამიწის გამჩენო!"