Sunday, April 05, 2009

Forgive me dear journal for I've sinned. My last confession was 2 months and a half ago.

მე ისევ მარტო ვარ, მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრი ხალხია ჩემს ირგვლივ.

ბევრი დასაწერად მაგარი იდეები მქონდა, მაგრამ მნიშვნელობას ვერ ვხედავ რატომ უნდა დავწერო. ან კიდევ _რომ დავალაგო მერე რა?! რომ ავირჩიო მერე რა? ერთი გზით ვერ დავდივარ, ბევრ გზებს ვირჩევ ერთდროულად. ვიფიტები. არადა, ჩემს უკან ვიხედები და ვხედავ რომ გზების არჩევანიც კი არ მქონია.

არა მგონია დეპრესია ოდესმე ანებებდეს ადამიანს თავს, რაც უნდა მოდაში იყოს ბედნიერება.

აღარ მინდა თვალთმაქცობის ქვეყნებში ცხოვრება, ჩემში მოსულ სტუმრების სულებს მოჩვენებითი ბედნიერების აყროლებული სუნი ასდით. სხეულის კარს ვიკეტავ უკვე და მინდა მხოლოდ ჩემი თავის ვიყო. მოვახერხებ.

If only my body could catch up with my mind.