Tuesday, December 09, 2008

არა ვარ საცოდავი და ტრაგიკული
ნუ შემეცით, რა!

Monday, October 13, 2008

ხო იცი ძაან რო გეფსია და რო შეიკავებ და მერე ერთბაშად რო მოფსავ?!

ააააააააააააააააააააააააააააააააააჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ.

Monday, October 06, 2008

კოსმოსი არ მყოფნის

იდეები ამოიწურა

ასეთ დროს რას აკეთებენ ხოლმე?

ჰო, აი მაგას.
დამანებოს რა ამ იდეამ თავი! მაინც არა ვარ გამკეთებელი... დეპრესია მაცოცხლებს. ... რაღა დროს ჩემი დეპრესია იყო არადა.
ეს ბლოგიც იმიტომ მაქვს რომ მხატვარი არა ვარ. აზრებს ვჯღაბნი. ვერაფერს ვალაგებ, არ არის ჩემი საქმე დალაგება. ვგიჟდები დამლაგებლებზე ამიტომ.
ეგზისტენციალიზმმა ამირჩია.
ბლინ!
რატომ შემიყვარდა?! ასე მხოლოდ ერთხელ მახსოვს ჩემი თავი და იმას 5 ჭრელი წელიწადი მოჰყვა მერე. აზრები სიზმრებს მიკონტროლებენ ...და მაინც თავს ნებას ვაძლევ და ფერადი ცარცებით ვხატავ ტვინის კიდეზე კაცის სახეს. და მინდა, ვინც ელემენტარულად მაინც ესალმება და მზერა მიაქვს, თვალები დავჩიჩქნო.
იცი რისი მეშინია? აი ამ ყველაფრის ნებას თავს იმიტომ ვაძლევ რომ ის აკვიატებული აზრი არ გადმოვიყვანო რეალობაში.

მაშიმშილებს. მე ჩემთვის მივდივარ რაღაც დიდისკენ და გზას მიღობავს, გზაზე ნამცეცებს მიყრის, რომლებმაც მერე უნდა მომწამლოს.
უკვე აღარ მეცინება, მარაზმია, მორჩი რა!

Thursday, August 28, 2008

:user:

The whole departure cycle repeated itself with all its glorious details, the exact same details. but this time I knew it would be like it's going right now. it's ironic.
I feel so sorry for the sunflower people. ...I hate sunflower people, they don't have principles, they'd trade their pride for the sun_ for the warmth they don't even deserve. why should they ever get any credit for turning their poor pathetic heads to where it's warmer. that's all they do for sanity's sake_ stare at the sun, beg for the sun, not giving anything in return.

Fuck your royal highness, Mr Sunflowers. we're out of sun.
=)

Wednesday, August 20, 2008

დღიური კი არა დედა ტერეზას თვიურია აქ უკვე.
უოდა სახელსაც გადავარქმევ ამ ჩემს ბრილიანტ თვიურს.
”იზმებს” და ”ისტებს” რომ ვერ ვიტანდი ზუსტად ისეთ ხალხში მიწევს მუშაობა და მეც დედა ტერეზას ვემსგავსები.
ჰო ის კიდე, lol, ჩემ ბლოგს ვიღაც გურჯები კითხულობენ თურმე და ვეცოდები და მოწიწებით მელაპარაკებიან მერე ხოლმე. ...მოწიწებით lol. წიწ. ან კიდე არ იციან რაზე ვლაპარაკობ და ერთ აზრს ათას აზრად თარგმნიან ხოლმე უნიჭოდ და ეშინიათ კიარადა რავი მე. სტრაშილკაც ვარ. ვაი ძიედა. :user:

მე მეცინება. შენ?

Saturday, August 16, 2008

Ignorance is FUCKING bliss!!!

აბა თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ყველაზე რთული მარტო მცხოვრები ადამიანისთვის რა შეიძლება იყოს? საჭმელი-სასამელი-დალაგება-დასუფთავება-ტანსაცმელი არ იგულისხმება, მატერიალურს არაფერს აქვს მნიშვნელობა. ...გაუპატიურება გადაიტანა, საყვარელ ადამიანთან დაშორება გადაიტანა, შიშები გადაიტანა, ავადმყოფობა გადაიტანა, ...ომი გადაიტანა_ უმწეობა, ტერორი, უსამართლობა, ხისთავიან ხალხთა ძალაუფლება გადაიტანა, იმიტომ რომ ამაყია. და იმიტომ რომ კიდევ გადაიტანს, იმიტომ რომ აშკარა აგრესია ღიმილს ჰგვრის და ეკლის პატარა ხმლები ამოჰყავს მისი კანის ზედაპირზე. სხვა რამე დარჩა ისეთი? ...

დარჩა

2 დღეა თბილისში ჩამოსახლებული ლტოლვილების სახლებში დავდივარ. ”ვეხმარები”, ...”ღვთის SUCKმეს ვაკეთებ”. შევეცი ყველა ადამიანს ვინც ასეთ საქმეში ერევა. ...თქვენ არ მოგისმენიათ იმ ხალხების აქცენტი, გაგიგიათ შეიძლება, მაგრამ არ მოგისმენიათ. ...შევეცი ყველა დონორ ორგანიზაციას, რომელიც მივა, ”გრეჩიხას” დაუყრის ტომრებით და გარბის CNN/BBC/SUCKMYTIT ნიუსში ინტერვიუს ჩასაწერად ”მათ ყველაფერი აქვთ დროებით აქ ცხოვრებისთვის”. ...შევეცი ყველა კარიერისტს, რომელიც ამ ხალხის ფონზე იქაჩება. ...ერთმანეთისთვის თვალებში ჩაგიხედავთ? თვენი უბნის გარდა გარეთ გასულხართ? საზღვარგარეთ ყოფნის დროს ფოტოების გადაღების გარდა რამე გაგიკეთებიათ? ...თქვენი თავისთვის ხელი გაგიშვიათ და გადაღვრილხართ მოხუცი ბებოს ცრემლებში და ერთი წამით მაინც დაგივიწყებიათ თქვენი ბოსი ამ მომენტში?

...მეცოდებით.

პათეტიკური ვარ, ...ვიცი. მაგრამ თქვენ არ იცით ადამიანობის სწორად მართვა. ცივი თანამედროვეობა ბოლოს მოგიღებთ.

მე წუხელ ლტოლვილი ადამინების აქცენტით ვნახე სიზმრები.
ვაღმერთებ მიწას, და მასთან ახლო ადამიანებს.

Ignorance is bliss, ...somebody grant it to me.

Thursday, August 07, 2008

ისევ მათხოვრობაზე ვიტირე ... წუხელ 4 საათზე გამეღვიძა და ისტერიულად ვიტირე, ისევ იმაზე, რომ მარტივი ადამიანი მინდა ვიყო და არ გამომდის. ისევ იმაზე, რომ სიამაყე ჩვეულებრივობაში მიშლის ხელს, ისევ იმაზე, რომ მე ამაყი მათხოვარი ვარ, რომელსაც შია... შრომობს უკანასკნელი რესურსის ამოწურვამდე, მაგრამ საფასურს არ უხდიან. მინდა ეს ყველაფერი იმდენად მაწუხებდეს, რომ სასტიკად მომინდეს შეცვლა ჩემივე ხელებით. ...მაგრამ მე ისევ ისეთივე პატივს ვცემ სამყაროს, როგორც მაშინ, და არაფრის შეცვლას არ ვაკადრებ. მე ვერასოდეს ვიქნებოდი შემოქმედი, რაღაც/ვიღაც სხვისი შემოქმედი, ...მე მარტო საკუთარ თავს ვქმნი, უკვე შექმნილი მყავს ჩემივე თავში ნაპოვნი რელიგიით, ჩემივე რესურსებით. ...მე ვერ მხედავენ, ეს მომწონს, მაგრამ არც იმის იმედი მაქვს რომ ვიშრომებ და დამინახავენ. ...საშინელ დროში მიწევს ცხოვრება, ...მაგრამ მე მაინც მინდა ჯერ კიდევ.

Monday, August 04, 2008

Curving my thoughts , curving 'em, curving and curving.

It's a sad, sad morning...
Ashes from the past falling into my eye balls, curling my nerves and electrically shocking my happiness.
Scratch me! I let you. Dig your nails deep into my skin, I let you. You're as arousingly bad as a bar of chocolate, wanna eat more of you. dry out my mouth, ...my tonsils going nuts.


For a happier version see me in live...

Tuesday, June 10, 2008

ითხოვდეთ და მოგეცემოდეთ
ჰოდა მომიხარე ხერხემალი, მზერა მიწისკენ დამახრევინე და დამეხმარე ხელი გამოვიწოდო.
ეს სიამაყე სისხლს მდენს
ვერ მტეხენ.
...ვიტანჯები.

Thursday, June 05, 2008

Erase and Rewind

ბავშვის ნახატს გავს ცა და გორაკის ფონზე კორპუსი ჩემი ბალkონიდან ახლა
გამუქებული ტონით ვხედავ თეთრ ღრუბლებსაც
მე ვხვდები რომ უკეთესი აწმყო შემეძლო მქონოდა. თავი არ ამომიწურავს, უბრალოდ დავკარგე. რა მინდა ახლა? არა, ეს უსამართლობაც ყოველ ნაბიჯზე აზარტია, იცი? დღეს პირველად ასე დამშვიდებული შევხვდი მორიგ უსამართლობას. თამაშში ჩავები, რომლის წესებიც არ მომწონს მაგრამ ვყვები. რა მაგარია არა როცა ყველაფერი სულ ერთია, ნებისმიერ რამეში მერე კარგი შეგიძლია იყო. გვერდზე ვდებ ჩემს ამბიციებს და ღიმილით თავზე დავყურებ საცოდავ პაიკებს.
...არა რა, ჩემი სიამაყე ბევრ რამეში მიშლის ხელს. მაგრამ ესეც აზარტია. მომწონს რომ ცოცხალი ვარ.
და ისევ, ...ვერ ვარ აქ კარგად. ვერ ვიღებ სერიოზულად ქართულ საზოგადოებას და ფეხზე მკიდია როცა აქედან გამომდინარე უპასუხისმგებლოს მიწოდებენ. ხოლმე ვფიქრობ, ამ რეალობას რომ მორგებული ვიყო როგორი ვიქნებოდი...
ის ცინიკური რგოლიც ისევ დატრიალდა. ადამიანები მოვიდნენ ხორციელი მოთხოვნებით და მე საპნის ბუშტივით შევასკდი გახსნილ მკლავებში. რამდენიმე გზა მომიტანეს ჩემს ბილიკთან_აირჩიე და გამოჰყევი, შენი შიზოფრენიული მიზნები ჩაახშე აბაო! ვინ მიგზავნის ამ ყველაფერს ხოლმე ერთი რა?! არ იციან რომ ჩემი ოცნებები ვერ რჩებიან ბოლომდე ოცნებებად და ბედნიერ, ჭაღარა, ცრემლიან დღეებში გადადიან?! ჩემს გზაზე მივყავარ შიზოფრენიას და ჩემი ბედნიერებაც მან იცის. ტყუილად არ ამომარჩია ალბათ მაინც და მაინც მე, იცის რომ არ ვუღალატებ და რომ ვერცხლზე არ ვიყიდები. ვგრძნობ რომ სუნთქვაშეკრულ ადამიანს ვგევარ, რომელიც ეს ეს არის წყლის ზედაპირზე ამოჰყოფს ნესტოებს და ფილტვებს dაიბერავს ჟანგბადით.
ხორცმეტები მოვაშორე ბოლო თვეებს და ახლა უბრალოდ ის ხორცმეტები მეცოდებიან.

თვეებით ახლოს ვარ ჩემს სახლთან. მოდით აბა?! :ბლოკბლოკ:

მიხარია
ხალხები რომ მყავს და რომ თავისუფლებას არ მართმევენ და რომ ვღლაბუცობთ ხოლმე და ვანცობთ
და კიდევ
როცა მგონია ჩემს სიღრმეში სხივები არ ჩამოდის, სწორედ აქ ვჭრი თვალს მარტოსულ მეთევზეებს თურმე.
ჰეჰე

Wednesday, April 16, 2008

იცი, დღეს მაღაზიაში ხილს ვყიდულობდი. უცებ ერთი მოხუცი ქალი შემოვიდა, უსიტყვოდ ხურდები დაუყარა, ერთი ვაშლი აიღო და სწრაფად უკან გაბრუნდა. დაბალი, წელში მოხრილი იყო, მსუქანი არა...
გარეთ რომ გამოვედი მოხუცი ქალი ქუჩის კუთხეში ბავშვივით ჭამდა იმ ერთ ვაშლს.
...
რამხელა მიზეზი მაქვს თავი მოვიკლა.
...თქვენ მაინც ვერასდროს ვერაფერს მიხვდებით.

იმავე საღამოს, რამდენიმე საათის შემდეგ, მე შარდენის 12-ში ვზივარ და მარტო იმიტომ, რომ "ჩემთვის სულ ერთია, როგორც გინდა", ყველის ნამცხვარს და კაპუჩინოს მივირთმევ, რომლის ფულიც მე არ გადამიხდია.
...
...მაგრამ მე არ მოვიკლავ თავს.
გამოცდას გიწყობ, ღმერთო. საშინლად გავბრაზდი დღეს შენზე. ბევრ შეცდომას უშვებ. მე არ გავასწორებ შენს შექმნილ სამყაროს, რომც შემეძლოს მაინც. მე არ დავთესავ სიკეთეებს, რადგანაც ეს ნიშნავს ომები მეპატიებოდეს. მიხედე შენს შექმნილს, ან მომანდე და ნუღარ მსჯი.
არადა მე ერთი უმნიშვნელო სიცოცხლე მინდა, ბედნიერების უფლება მინდა, გარემო მინდა რომელიც ამას შემაძლებინებს. მე ვერ ვიქნები იმ მოხუცის ფონზე ბედნიერი. ჭამის დროსაც დანაშაულის გრძნობა მაქვს. შენც იცი რომ ადამიანები ასეთ კონდიციას დიდხანს ვერ უძლებენ, ნუ კლავ ჩემში ადამიანს, ღმერთო, მე ხომ უკვე შენ გიპოვნე ამ ადამიანობაში. ნუთუ ასე გშურს დედამიწური ბედნიერებების...?!
ჰო, მე ბრიყვი ვარ, რომელიც დღეს მშიერი დატოვე.
და მაინც არ ვიკლავ თავს... ჯოჯოხეთს ვეჩვევი.

Tuesday, February 26, 2008

უცხოპლანეტელის დღიურებიდან



სახელი: ევა
ასაკი: 29 მ. წ.
მისია: ადაპტაცია
გამოცდილება: არ არის მნიშვნელოვანი


მოვლენის შემდეგ აღიქმება როგორც ქალი. ამ როლს ითავისებს 5 წლის ასაკიდან. დანარჩენ სხვა როლებს გარემოებები განაპირობებს, ამიტომ ცვლადია.
სამეტყველო ენა არ გააჩნია, თუმცა საკუთარი ტვინის მუშაობას თარგმნის ქცევის ენაზე. განსაკუთრებული ფიზიკური ნაკვთები: ფართოდ გახელილი თვალები, სახელური მკერდებს შორის.
ემოციების განცდა და გამოვლენა არ შეუძლია, თუმცა ისწავლა აღტაცება, გაბრაზება, ცრემლის გამომუშავება.

პირველი დაბადება არ ახსოვს, მხოლოდ ის იცის, რომ მის პლანეტაზე დაბუშტული გულებია, უსიტყვო გრძნობებია თვალებიდან გადმოხეთქილი, ცები პულსირებენ.
აქ მოვლენის შემდეგ დიდი სიცარიელეა ორგანიზმში. ერთადერთი ვისთანაც საუბარი შეუძლია საკუთარი სხეულია, რომელსაც ლუპით დასდევს. ვერ ხვდება გარშემო არსებებს ასე სად ეჩქარებათ, არ ესმის თვალები რატომ არ უჩანთ, ან ხიდები რატომ არ აქვთ მკერდებს შორის მომავალი.
აქ დღეებია, ღამეებს ვერ იყენებენ.
აქ ერთმანეთს ადამიანებს უწოდებენ, ერთმანეთს კლასებით ჰყოფენ, ერთმანეთთან მიზნების გამო მიდიან, ერთმანეთისგან მიზნების გამო მიდიან, …და მუდან ეჩქარებათ.
აქ ცა ცისფერია, …არ პულსირებს. აქ მიწაა გადაშლილი, რომელზეც დადიან, …მხოლოდ დადიან, …მხოლოდ მიზნებამდე მიღწევისთვის დადიან, მიწა ეშორებათ, ევიწროვებათ, არ ჰყოფნით, ცუდი გზებია. …მიწის სუნი კი არ იციან, მიწაზე დაბიჯებით ცოდვას ვერ გრძნობენ. ... აქ კიბეებს აბიჯებენ, გამოტოვებული კიბე რომ წყევლის არ იციან.
მას ვერ ხედავენ. მხოლოდ მის სხეულს ხედავენ, ლამაზი სხეული აქვს. მისი სხეული ენერგიის ნაპერწკლებს ირეკლავს მზეზე და ეს მხოლოდ მათ სჭრით თვალს, ვისაც მიზნებიანმა არსებებმა გადაუარეს, ვისაც აღარ ეჩქარებათ და ამით სიცოცხლის იდეა დაკარგეს. საოცარია, მის სახელურს ვერავინ ხედავს, და არც არავის შეუღია ჯერ. ნეტავ, ლუპები თუ აქვთ, …ან სწორად თუ იყენებენ?
ის ვერ გრძნობს. მხოლოდ ტკივილი ასწავლა თავს. შუა საცობში გული გადაიხსნა და წინ დაუდგა მოძრაობას, …მათაც მყისიერად დაუკაწრეს დედიშობილა სული. …პირველადი მისია შესრულებულია, …იგრძნო! …მაინც რატომ ვერ ხედავენ სახელურს, რატომ აძლევენ ტკივილს ასე იოლად გზას? ტკივილი არ მოეწონა, მაგრამ პირველი გრძნობა ის იყო.
......