Thursday, August 07, 2008

ისევ მათხოვრობაზე ვიტირე ... წუხელ 4 საათზე გამეღვიძა და ისტერიულად ვიტირე, ისევ იმაზე, რომ მარტივი ადამიანი მინდა ვიყო და არ გამომდის. ისევ იმაზე, რომ სიამაყე ჩვეულებრივობაში მიშლის ხელს, ისევ იმაზე, რომ მე ამაყი მათხოვარი ვარ, რომელსაც შია... შრომობს უკანასკნელი რესურსის ამოწურვამდე, მაგრამ საფასურს არ უხდიან. მინდა ეს ყველაფერი იმდენად მაწუხებდეს, რომ სასტიკად მომინდეს შეცვლა ჩემივე ხელებით. ...მაგრამ მე ისევ ისეთივე პატივს ვცემ სამყაროს, როგორც მაშინ, და არაფრის შეცვლას არ ვაკადრებ. მე ვერასოდეს ვიქნებოდი შემოქმედი, რაღაც/ვიღაც სხვისი შემოქმედი, ...მე მარტო საკუთარ თავს ვქმნი, უკვე შექმნილი მყავს ჩემივე თავში ნაპოვნი რელიგიით, ჩემივე რესურსებით. ...მე ვერ მხედავენ, ეს მომწონს, მაგრამ არც იმის იმედი მაქვს რომ ვიშრომებ და დამინახავენ. ...საშინელ დროში მიწევს ცხოვრება, ...მაგრამ მე მაინც მინდა ჯერ კიდევ.

2 comments:

Kate said...

მეც მიტირია, რატომ ვარ ასეთ და ისეთი მეთქი...
და რაღაც პონტშ ვებრძვი კიდევაც საკუთარ თავს, არვიცი...
ხალხსაც ვაფრთხილებ, ცუდი ვარმეთქი.
მაგრამ მაინც არ სჯერათ.

Ectomorph said...

აიგნორეთ და ხალხის ზემოთ იტივტივეთ და თქვენ გადარჩებით :იაღოვას მოწმე: )))))))