Monday, May 21, 2012

შიშის კვირეულს

ძაან კეთილი ხალხი ცხოვრობს პლანეტა დედამიწაზე-  ემპათიით აღვსილნი, დედამიწური კეთილდღეობის მოწინააღმდეგენი მაგრამ სამოთხის დამპროექტებელნი.


ცუდი ხალხიც ცხოვრობს დედამიწაზე. ეგენი უმცირესობებია- დედამიწური კეთილდღეობის მომხრენი და გამომდინარე აქედან ამორალურნი, საკუთარი ნების ამღიარებელნი და სხვისი ნების პატივისმცემელნი მაგრამ სამოთხე-ჯოჯოხეთური დაპირისპირების არ მოშიშენი.


კარგი ხალხი უთოსავით არი- გამოგონილია იმისთვის, რომ გაცხელდეს და გაასწოროს ბუნებრივად გაჩენილი ნაკეცები (უსწორების მასწორებელი), რომ მასაში გარეული მის ესთეტიკას არ არღვევდე. მასში გაურეველს კი კისერიც გიტეხია.


კარგი ხალხის გაუცნობიერებელი მიზანი გამრავლებაა. ან როგორ არ უნდა იყოს- ეჯაკულაციის დროს მოკვდავი სპერმების ნაცვლად მირიან მეფეებს, შუშანიკებს, რუსთაველებს, ანუ სამოთხისეული ცხოვრების სახელმძღვანელოებს ასხამს.


რა გასაკვირია, რომ ასეთი სახელმძღვანელოებით ნაკვებ თაობებს ცუდ ხალხზე გული შესტკივა; რომ აგრესიაშიც გადასდით ცუდი ხალხის არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია, მათი აბორტების კეთება, მათი მარიხუანას თრიფებით ნაწერი ფოლკი. ცუდი ხალხის სიმშვიდე და თავისუფლებისთვის სიცოცხლე იმდენად მიუღებელია, რომ კარგ ხალხს მათი მოკვლაც შეუძლია.  ...არა, მთლად ასეც არ არის. იმდენად, რამდენადაც მხოლოდ წინა მხარეს შეღებილ ფასადებთან არ გამოვა ცუდი ხალხი და კარგ ხალხში შერევას არ ეცდება, შეუძლიათ იცოცხლონ; ...თავისთვის, ჩუმად.


მე კიდევ, როგორც გამვლელს, მიკვირს- როგორ გაჩნდა დედამიწაზე ეს ცუდი ხალხი? ამ ტოტალური კონტროლის და შიშის ქვეშ ცხოვრების რომელ ეტაპზე დაკარგა შიშის გრძნობა, გამოვიდა გარეთ და გადაწყვიტა, რომ ბედნიერება კარგია?!

5 comments:

Kate said...

"კარგი ხალხის გაუცნობიერებელი მიზანი გამრავლებაა" - მე კარგი არ ვარ, მაგრამ გამრავლება მაინც მინდა. თან არა ერთი ან ორი, არამედ მინიმუმ სამი შვილი მინდა.

ეჯაკულაცია რა არის? :დდ

White Rabbit said...

ეჯაკულაცია/ეაკულაცია- სპერმის დანთხევა. ყოველდღიურ ლექსიკონში- კაცის ორგაზმი, გათავება. (ც) სოფიკო

kate said...

აააა ანუ შენ ეგრე ეძახი. :დდდდ

White Rabbit said...

სამედიცინო ტერმინია =)

kate said...

უიიი, shame on me :ddd