Wednesday, May 02, 2012

მე ვარ სოფიკო და ვერ ვებრძვი სიმსივნეს

მე ვარ აზიელი სოფიკო და ვცხოვრობ ამერიკაში. ვეწევი პაპიროსს და კაი ცხოვრების პროპაგანდას. ...მარიჰუანასაც ვეწევი, "ტკივილგამაყუჩებელ"შიცაც ვარ შიგა და შიგ.

იმ ჩემ "ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაგარ" აზიაში მანანას* მიკლავენ. ...მკერდის სიმსივნით. მკერდის სიმსივნით როგორ გიკლავენო- შემეკითხებიან პატრიოტი აზიელები.  მეც მიკვირს. მკერდის სიმსივნით როგორ უნდა მომიკლან ვინმე, როცა ამ დაავადების წინააღმდეგ შენთან ერთად საბრძოლველად მტრებიც შემოგიერთდებიან ...მარა აზიის "საზღვარგარეთში" ხდება ეგ თურმე მარტო, რაღა თქმა უნდა. აზიაში კიდევ აზიის ლიდერი უწყვეტს მანანას გაიკეთებს თუ არა, სულ მცირე, ოპერაციას. აგერ გადაუწყვიტა კიდევაც გუშინ წინ, ოპოზიციონერი ხარო. რა ბრძანებაა ბატონოო, მანანამ, შენ ზევითა ხარ, მე ქვევით, ან ოპოზიციონერობა რას ნიშნავს ან ჩემი დილის ლოცვის რიტუალი ამ შემთხვევაშიო, - და მარჯვენა ძუძუდან წასული მეტასტაზები ხელით დაიჭირა.

მე კიდევ აზიელი სოფიკო ვარ; მანანას აქედან ვესტერნ იუნიონით დახმარების გამო რუსის სუკაც მიწოდეს ერთხელ. თუ ვერ გაიგე რატომ, არა უშავს, სტერეოტიპია ეგეთი. მაგას ხო მარტო მე ვერ შევცვლი?! ვერა! ჰოდა კიდე კაი ხანი არ დავანებებ მოწევას და წამლების ყლაპვას თავს.







*მანანა- ჩემი მეორე დედა, ჩემ უახლოეს მეგობარ ხათოზე მაგარი მეგობარი, საშინლად განათლებული და უაზროდ ლამაზი ქალი. არ აქვს ძვირფასი სამკაულები გასაყიდად და  3 კვირის წინ აღმოჩენილი სურპრიზის სასწრაფოდ ძუძუდან ამოსაჭრელად. ვერ იტანს ხათოს სველი თმებით გარეთ გასვლას და ჩემ მოკლე, "გოიმურ" შორტებს. მეუბნება, რომ ყველაფერი კარგად იქნება და დავეტიო აქ, სადაც ვარ. 

3 comments:

Kate said...

სოფი :(((
არც კი ვიცი რა გითხრა.
ტვიტერზე აგედევნე. ხოდა ისა.
მაგაზე უარესი სიმსივნეც არსებობს, სამწუხაროდ. :(
მე მინდა, რომ სოფი ალექსი ძლიერი იყოს. in any case.




off: რა შუაშია პოსტთან და www.k84u.com-ზე გადავედი. ეს ისე, მაინც.

White Rabbit said...

:* ქეთ
(შენთან ვერ დავტოვე მგონი კამენტი).

kate said...

:****

ხოდა გაიღიმე. მიყვარს მე ასეთი სოფიოზა ალექსიუსი.



უი... გავარკვევ მაგას. ვორდპრესზე გადავედი და ვნახავ ერთი რა სჭირს. ანუ ჩემს ნიკს რომ დააჭირო და იქ შეხვიდე, მანდ ვერ დატოვებ კომენტარებს.