ძაან კეთილი ხალხი ცხოვრობს პლანეტა დედამიწაზე- ემპათიით აღვსილნი, დედამიწური კეთილდღეობის მოწინააღმდეგენი მაგრამ სამოთხის დამპროექტებელნი.
ცუდი ხალხიც ცხოვრობს დედამიწაზე. ეგენი უმცირესობებია- დედამიწური კეთილდღეობის მომხრენი და გამომდინარე აქედან ამორალურნი, საკუთარი ნების ამღიარებელნი და სხვისი ნების პატივისმცემელნი მაგრამ სამოთხე-ჯოჯოხეთური დაპირისპირების არ მოშიშენი.
კარგი ხალხი უთოსავით არი- გამოგონილია იმისთვის, რომ გაცხელდეს და გაასწოროს ბუნებრივად გაჩენილი ნაკეცები (უსწორების მასწორებელი), რომ მასაში გარეული მის ესთეტიკას არ არღვევდე. მასში გაურეველს კი კისერიც გიტეხია.
კარგი ხალხის გაუცნობიერებელი მიზანი გამრავლებაა. ან როგორ არ უნდა იყოს- ეჯაკულაციის დროს მოკვდავი სპერმების ნაცვლად მირიან მეფეებს, შუშანიკებს, რუსთაველებს, ანუ სამოთხისეული ცხოვრების სახელმძღვანელოებს ასხამს.
რა გასაკვირია, რომ ასეთი სახელმძღვანელოებით ნაკვებ თაობებს ცუდ ხალხზე გული შესტკივა; რომ აგრესიაშიც გადასდით ცუდი ხალხის არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია, მათი აბორტების კეთება, მათი მარიხუანას თრიფებით ნაწერი ფოლკი. ცუდი ხალხის სიმშვიდე და თავისუფლებისთვის სიცოცხლე იმდენად მიუღებელია, რომ კარგ ხალხს მათი მოკვლაც შეუძლია. ...არა, მთლად ასეც არ არის. იმდენად, რამდენადაც მხოლოდ წინა მხარეს შეღებილ ფასადებთან არ გამოვა ცუდი ხალხი და კარგ ხალხში შერევას არ ეცდება, შეუძლიათ იცოცხლონ; ...თავისთვის, ჩუმად.
მე კიდევ, როგორც გამვლელს, მიკვირს- როგორ გაჩნდა დედამიწაზე ეს ცუდი ხალხი? ამ ტოტალური კონტროლის და შიშის ქვეშ ცხოვრების რომელ ეტაპზე დაკარგა შიშის გრძნობა, გამოვიდა გარეთ და გადაწყვიტა, რომ ბედნიერება კარგია?!
Monday, May 21, 2012
Tuesday, May 08, 2012
Wednesday, May 02, 2012
მე ვარ სოფიკო და ვერ ვებრძვი სიმსივნეს
მე ვარ აზიელი სოფიკო და ვცხოვრობ ამერიკაში. ვეწევი პაპიროსს და კაი ცხოვრების პროპაგანდას. ...მარიჰუანასაც ვეწევი, "ტკივილგამაყუჩებელ"შიცაც ვარ შიგა და შიგ.
იმ ჩემ "ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაგარ" აზიაში მანანას* მიკლავენ. ...მკერდის სიმსივნით. მკერდის სიმსივნით როგორ გიკლავენო- შემეკითხებიან პატრიოტი აზიელები. მეც მიკვირს. მკერდის სიმსივნით როგორ უნდა მომიკლან ვინმე, როცა ამ დაავადების წინააღმდეგ შენთან ერთად საბრძოლველად მტრებიც შემოგიერთდებიან ...მარა აზიის "საზღვარგარეთში" ხდება ეგ თურმე მარტო, რაღა თქმა უნდა. აზიაში კიდევ აზიის ლიდერი უწყვეტს მანანას გაიკეთებს თუ არა, სულ მცირე, ოპერაციას. აგერ გადაუწყვიტა კიდევაც გუშინ წინ, ოპოზიციონერი ხარო. რა ბრძანებაა ბატონოო, მანანამ, შენ ზევითა ხარ, მე ქვევით, ან ოპოზიციონერობა რას ნიშნავს ან ჩემი დილის ლოცვის რიტუალი ამ შემთხვევაშიო, - და მარჯვენა ძუძუდან წასული მეტასტაზები ხელით დაიჭირა.
მე კიდევ აზიელი სოფიკო ვარ; მანანას აქედან ვესტერნ იუნიონით დახმარების გამო რუსის სუკაც მიწოდეს ერთხელ. თუ ვერ გაიგე რატომ, არა უშავს, სტერეოტიპია ეგეთი. მაგას ხო მარტო მე ვერ შევცვლი?! ვერა! ჰოდა კიდე კაი ხანი არ დავანებებ მოწევას და წამლების ყლაპვას თავს.
*მანანა- ჩემი მეორე დედა, ჩემ უახლოეს მეგობარ ხათოზე მაგარი მეგობარი, საშინლად განათლებული და უაზროდ ლამაზი ქალი. არ აქვს ძვირფასი სამკაულები გასაყიდად და 3 კვირის წინ აღმოჩენილი სურპრიზის სასწრაფოდ ძუძუდან ამოსაჭრელად. ვერ იტანს ხათოს სველი თმებით გარეთ გასვლას და ჩემ მოკლე, "გოიმურ" შორტებს. მეუბნება, რომ ყველაფერი კარგად იქნება და დავეტიო აქ, სადაც ვარ.

Subscribe to:
Posts (Atom)