ვზეიმობ კომუნიზმის მოუნელებელ პორციაზე აყვავებულ ფოლკლორს;
ვზეიმობ იმას, რომ ხვალვე შემიძლია სადაც მინდა წავიდე და ყველგან ხალხს ვეყვარები;
რომ თხის თბილი რძე თავზე ძაან სქელ მონაქაფს იკეთებს და მაინც ვსვამ;
რომ ორშაბათს და ოთხშაბათს ქალებს თმის დაბანა არ შეუძლიათ - ძმის ან მეუღლის სიკვდილი იცისო - და ამ ქალებს რომ დიდ პატივს ვცემ ბრმა, გულწრფელი რწმენის უნარისთვის;
რომ უშგულში შიმშილით გული მიმდის და ადგილობრივი ხალხი შხარას შესაშური სუსხით მიხურავს "მასპინძლის" კარს- არავისი ნათესავი ვარ და საკუთარ თავს მევე უნდა ვუშველო;
რომ კახეთში ერთი ისეთი ქირურგი ჰყავთ, რომ ჩაქაფულისგან ცხვარს აწყობს;
რომ ხმალი კი არა, ხევსურეთის მიწა დაიჟანგა...
ბავშვობაში დედას დავემუქრე - რომ გავიზრდები შენზე წიგნს დავწერ მეთქი. ალბათ მაშინაც ვხვდებოდი, რომ ემოციების ტკივილამდე განცდა გხდის შემოქმედად. ტკივილ ნარევი, მომაკვდავი ფოლკი ჩვენიც ამას მიშვრება.
თვის ორგაზმული სამსახური: გენებთან ჭიდილი.