ბოროტებას ვაჯობე!
დედა ტერეზას თვიური
Sunday, October 26, 2014
Friday, November 15, 2013
11.11 ანუ 1-ის დასასრული
აინ რანდმა თქვა პირველწყაროში- "გენიალური კარიერის შექმნას 2 ადამიანი სჭირდება- გენიალური ადამიანი და მეორე, განსაკუთრებით იშვიათი და უფრო გენიალური, ადამიანი, რომელიც ამჩნევს გენიალურობას და იცის როგორ დააფასოს".
ბოლო 1 წლის განმავლობაში თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ რანდისეულ იდეალიზმს ცხოვრებაში ვატარებდი და ვზეიმობდი მეორე ადამიანთან ერთად. 1 კვირის წინ დავიჯერე ზეძალების, ან სულაც დედამიწური რეალიზმის არსებობის, რომელმაც თავში ხელი წამომარტყა და მანახა, რომ გვერდით ერთი ჩვეულებრივი, მატყუარა ადამიანია, უბრალოდ მე მირეკლავს თვალის ასახვევად (ან ნუგეშის მოსაცემად, რაც უფრო ამაზრზენია). არაადეკვატური რეაქცია მქონდა. ახლაც მიჭირს დავიჯერო, რომ ის 1 წელიც მარტო ვიყავი, რომ ისე მინდოდა იმ გენიალურობის შექმნა- რაციონალურობა გვერდზე გადავდე და ტყუილებს დავუწყე გამართლება. არ შეიძლება ასე მეშინოდეს მარტო რამის შექმნის. არ შეიძლება იმ მეორე, იშვიათ ადამიანს მე ვიგონებდე და თავს ვაჯერებდე, რომ ნამდვილია. და ბოლოს, აზრზე მოსულს, არ შეიძლება ჩემივე შეცდომა ჩემი თავის რწმენას მირყევდეს.
გენიალურობა რა თქმა უნდა მე არ მეხება, მე ვერ მაქვს ამხელა ამბიცია, მაგრამ უარესი იდეალისტი გავხდი. 7 მილიარდი შანსი ამოახტა დედამიწას "გენიალური კარიერისთვის" და ვატყობ, ის მეორე "იშვიათი და უფრო გენიალური დამფასებელი" მე ვხდები ამ გამოცდილების შემდეგ.
როგორც ჩემმა ერთმა მეგობარმა გუშინ, ამდენი ხნის სიჩუმის შემდეგ ასე უცებ და უცნაურად "ბანალური" სიტყვები შემომაშველა- "რაღაც გამოთქმა რომ არის, იცი? რაც ხდება შენთვის ყოველთვის უკეთესია, თუ უკეთესისკენ ხდება, თუ რაღაც ეგეთი".
ჰო, რაღაც ეგეთი მოხდება, მარს.

Friday, October 04, 2013
მონოლოგი ჯაშუშურ კამერასთან
თვალს მიხელს თავთან დადებული ტელეფონის გახსენება. სიტყვები მხვდება. როგორც ციხეში შემოგდებული გადღვებილი ფაფა - "თავისუფლების" კონდიციაში თვალიდან ტვინამდე გამავალ ტუბში რომ ერთ ნეირონსაც ვერ არტყამს, აქ კი ნერვული დაბოლოებების DMT სტიმულატორია . 2 თვეა სიტყვებზე ვარ.
(ჭერზე დამაგრებული მინი კამერის პატრონი მაინც ვერაფერს ხვდება. ან როგორ მიხვდება- ზემოდან კადრი ერთ ადამიანს დასდევს დიდ, ცარიელ სახლში, რომელსაც ასე უმოწყალოდ ტირილისთვის აშკარა მიზეზი არ ჰქონია, არც სიცილისთვის, არც უდიდესი სიხარულით დერეფანში სირბილისთვის. და ამ ყველაფერს უსიტყვებოდ, ტელეფონით ხელში აკეთებს. ...მეორე თვეა კამერის პატრონი, ცალ ხელში ბურგერით, ტუჩთან მიმხმარი კეტჩუპით და გულგრილი ინტერესით- მეორე ხელით გუგლავს აუტიზმს და შიზოფრენიას).
"გამარჯობა, ჯარისკაცო
მე ინფო ჯანკი ვარ, რომელსაც გახლეჩილი დედამიწის მეორე ნაწილიდან ამარაგებენ არალეგალური სიტყვებით; მე თვალები ჩამიშავდა სხვა საკვებზე უარის თქმით და დილერი მაინც არ არის ბედნიერი ჩემით. ჩვეულებრივი გოგო ვარ. 2 თვეა განგაშის რეჟიმში განვიცდი უმნიშვნელო ტრიგერებს, მათი არ არსებობა კი პანიკური შეტევებით დეტოქსის მცდელობაა.
შენ მოგქცევიან უსამართლოდ, ჯარისკაცო? ...არა, არ უპასუხო ამ კითხვას. გავიგე. ჩემი საღი აზრის ქარხანაში გადარჩენილი 2კვ/სმ ფართი წითლად ანათებს და შველას მთხოვს. მთხოვს გავაკეთო ყველაზე ჩვეულებრივი და იოლი თესკი- გავიდე ღია კარში, გავიხედო ჯერ მარცხნივ, შემდეგ მარჯვნივ და ტრეფიკის სიჩქარით შევყვე მოძრაობას. არ ჰყოფნის 2კვ/სმ ფართის სტიმულაცია თესკის დასაწყებად მთლიანი მექანიზმის ჩართვას. ...და უარესად მეზიზღება თავი, სხვის სიტყვებზე დაქვემდებარების უფლება რომ მივეცი.
...რამდენიმე დღეა სიტყვების დოზა შემიმცირეს, ჯარისკაცო. არ ვიცი რა იქნება შემდეგ. რაც უნდა იყოს, იცოდე, რომ არაფერია განსაკუთრებული ამ ქეისში, აღარ გუგლო ეგენი. უბრალოდ 8 საათზე მეტს თუ გასტანს ჩემი "მედიტაცია" , გთხოვ დაურეკე 911-ს ან ჩემს ყოფილ ქმარს. ...ნომერი შენც იცი".

Thursday, October 03, 2013
2 წლის შენახული პროტესტის მინიატურა.
დილით ქალაქის თავზე დიდი, შავი ჩრდილი გამოჩნდა, აღმოსავლეთისკენ მიიწევდა. …ალბათ დასავლეთიდან მოდიოდა, არ ვიცი.
მოძრაობა შეჩერდა. 3 დღის დაუბანელმა, მაგრამ მაინც სუნამო გადავლებულმა, სამსახურისკენ მიმავალმა მოქალაქეებმა სვლა შეაჩერეს და პირდაღებულ სახეებზე პანიკის ნიშნები დაეტყოთ. 17 წლის დედებმა მობილურები აიღეს და სმს-ები გაუგზავნეს "ბირჟაზე" გასულ მეუღლეებს. ამ დროისთვის მეუღლეებს მზესუმზირის ჭამა უკვე შეენელებინათ და ისინიც პირდაღებულები აჰყურებდნენ უშველებელ ჩრდილს. ახალშობილებმაც სატყუარები დაგმოაგდეს დორბლიანი პირებიდან და გუგების გაფართოება დაიწყეს, წამით შეუჩერდათ ინსტინქტს მინდობილი კიდურების მოძრაობა. ქუჩის კუთხესთან მწოლიარე, დიათეზიანი ბავშვით ხელში, მათხოვარმა თავის ქალაში ჩაკირული თვალები გაახილა და 2 ყავისფერი კბილი გამოაჩინა. ძიძებმა მშობლების სადარბაზოს დაცვასთან ერთად შეკრეს წარბები და ქვედა ტუჩზე იკბინეს. ბაღის და სკოლის მასწავლებლებმა ბავშვები კლასებში შერეკეს და ფანჯრიდან დაიწყეს თვალთვალი. პულსი გაუ-ერთ-რიტმდა ქალაქს, გულის ძგერა გაერთიანდა და ჰაერში აგზავნიდა ვიბრაციებს.
უშველებელი საჰაერო ბურთი მთელ დიამეტრზე გასწვდა ჩვეულებრივი დღისთვის მზად ქალაქს. ბურთზე მობმულ კალათაში სოფო იყო, ძალიან დიდი რუპორებით ხელში და თავზე დაჰკიოდა თვალებღია, რუტინა დარღვეულ მოქალაქეებს: “გაიკეთეთ პრეზერვატივები, აააააააა!!!!!!!!”
Friday, September 20, 2013
27
163 სანტიმეტრის 45 კილოიანი 27 წლის არსება ვარ. ძალიან პატარა ადგილს ვიკავებ პლანეტაზე და ჩემს გაკეთებულს არაფერს აქვს დიდი მნიშვნელობა მისთვის. ხშირად 163 სანტიმეტრიდან ამ 27 წელზე გადახედვა დემოტივატორია საერთოდ რამის გაკეთების. ერთი შეხედვით ჩვეულებრივად მისაღები ფაქტია- მე არანაირ მნიშვნელობას ვატარებ. მაგრამ უბრალოდ ძალიან მიკვირს- რატომ მტკივა ასე ინტენსიურად ეს უმნიშვნელობა...
Friday, May 24, 2013
23.05.2013, ბარისახო
არანაირი წიგნების, რვეულების და კალმების დანახვა არ მინდოდა და მეათე კლასი ეზოში ჩავიყვანე. მინდორზე დავსხედით და თამაში დავიწყეთ. ამ თამაშს ერთი წესი აქვს - რაც გინდა შეგიძლია ყველაფერი თქვა, ოღონდ ერთი სიტყვა არ ესმის მასწავლებელს ქართულად. ზარის დარეკვა ვერ გავიგეთ. 2 წუთში მეორე კლასელები შემოგვიერთდნენ თამაშში, შემდეგ მეექსვე, მეცხრე... 20მდე ბავშვი მოგროვდა. პატარებს ყველაზე მეტი ჰქონდათ სათქმელი. შემდეგ ინტერნატში ზარი დარეკეს- სადილის დრო ჰქონდათ და ბავშვებიც წავიდნენ. ჩემი "სამუშაო" დღე ეგრე დამთავრდა.
მუსიკის ოთახში ავედი. შუქიამ კედლებზე გაკრული ნახატები მანახა. ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები გაუკეთებიათ მოსწავლეებს რამდენიმე თვის წინ. კანზე პატარა ხანჯლები მაყრიდა სურათაბის ნახვისას. ...უსაზღვრო ნიჭს ატარებს ხევსური ხალხი.
ეს ჩემი ფავორიტია. 10 წლის ნოდარმა დახატა შოთა რუსთაველი.
"- თავზე რა აქვს?
- ფიქრობს, მას!"
სკოლის საქმეებს რომ მოვრჩით, შუქიამ მითხრა მამიდაჩემთან წავიდეთო, ლიქოკის ჭალაში. გზაში მომავალ გეგმებზე და პროექტებზე ვლაპარაკობდით. ძალიან კარგი იდეები გვაქვს, ცოტა გული გვწყდება, რომ უფრო მეტ აქტიურობას ვერ ვხდავთ ვისგანაც საჭიროა. ცოტა ხანში მივედით. რა თქმა უნდა სუფრა გაშალეს. ალბათ შუქიამ წინასწარ გააფრთხილა- სოფო ხორცს არ ჭამსო და საჩემო საჭმელები ჰქონდათ გამზადებული. ცოტა შემრცხვა. მაგრამ მასპინძლებს ერთი წამითაც არ გაუმახვილებიათ ამ "უცნაურობაზე" ყურადღება. ...ასე გემრიელად სხვა რეგიონებში არსად მიჭამია.
მამიდა მზექალი ალბათ 75 წლის იქნება, ხევსურულად ლაპარაკობს. მისვლამდე ბავშვებმა მოატყუეს- ამ გოგოს ქართული არ ესმის და მისალმებისას "ჰელოუ" უთხარიო. მზექალს რცხვენოდა, როგორ დაველაპარაკოო. ...ჩახუტება და ძაან მოჭყლეტა მინდოდა ...მზექალის და ეშმაკი ბავშვებისაც.
არყით დავილოცეთ. ბურნითიც შევიყარეთ ცხვირის ნესტოებში. (უცნაურია, ბურნითს კაცები არ იყრიან, ქალებს დააქვთ ხოლმე ჯიბით. ადრე თურმე ხევსური ქალები თამბაქოსაც ეწეოდნენ და ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო, დღევანდელისგან განსხვავებით). მზექალს ძალიან გული სწყდება დღევანდელ ხევსურებზე- "სად იყო ადრე მთავრობა, ცხვარში წასული თუ გავიგებდით მოხელეების სახელს და გვარს. მხოლოდ ჩვენს შრომაზე ვიყავ დამოკიდებული. ახლა კიდევ ვზივართ და - ამას რატომ არ აკეთებს, იმას რატომ არ აკეთებს?! დააცადე კაცო, რამდენი ქნას? შენ რატომ არ შრომობ?" ისევ ის პატარა ხანჯლები მაყრიდა კანზე მზექალს რომ ვუსმენდი.
შემდეგ მომიბრუნდა და მეკითხება:
"ქმარ-შვილ გყავნ?
- ...არა მეთქი და უხერხულად გავუღიმე.
- გასთხოვდ და გეყოლების". ორივეს ძაან გაგვეცინა.
კვირას სოფელში მიდიან, ძროხები მიჰყავთ, კარტოფილიც უნდა დათესონ.აღარავინ ცხოვრობს იმ სოფელში თურმე, ზაფხულობით თუ აიყვანს ნახირს 2 კაცი. ორშაბათს მე და შუქოც ავალთ და მივეხმარებით.
(გაგრძელება და ფოტოები შემდეგ პოსტებში)

Thursday, May 23, 2013
22.05.2013, ბარისახო.
წუხელ ამოვედი ხევსურეთში. გახსოვს, ბავშვობაში რომ
მინდოდა მთის რომელიმე მიყრუებულ სოფელში მასწავლებელი ვყოფილიყავი?! აი, ამ შუა ემოციურად
არეულ პერიოდში ეგ მივიწყებული ოცნება ამისრულდა. ...ყველაზე მედატ მომწონს ჩემი ცხოვრება,
დედამიწაზე მგონი ყველაზე ბედნიერი ადამიანი შემიძლია ვიყო.
ჩემს ავტობუსს ბავშვები დახვდნენ წუხელ, ვიზუალურად
მაინც უნდოდათ ენახათ როგორი იქნებოდა ინგლისურის მასწავლებელი. შუქია დამხვდა ბარისახოს
მაღაზიასთან, ინტერნატის შენობაში ჩემთვის ოთახი მოემზადებინა. აქ ვრჩები. ინტერნატის
პირველ სართულზე ამბულატორიაა, მეორე სართული გაუქმებულია, მესამე სართულზე კი მთის
სოფლებიდან სკოლაში ჩამოსული ბავშვები და რამდენიმე მასწავლებელი ვცხოვრობთ. შუქია
წუხდა კომფორტზე- რომ ჩემს ოთახში წყალი ჩამოდის, რომ შუშა გატეხილია, რომ ტუალეტი
არ არის. შუქია ჯერ კარგად არ მიცნობს.
ჩამოსვლამდე ვიცოდი, რომ მხოლოდ 2 წლის წინ დაიწყეს
უცხო ენის სწავლა და რომ ამ პერიოდში რამდენიმე მასწავლებელი გამოიცვალეს- პირობებს
ვერ უძლებდნენ და შუა სასწავლო პროცესიდან გარბოდნენ მასწავლებლები.
დილით 9ზე შევედი მერვე კლასში. 2 მოსწავლეა. შემდეგ
მეათეში- აქ 6 მოსწავლეა, მეშვიდე კლასში 4 მოსწავლე. მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც
სკეპტიკურად მიყურებდნენ- „რამდენ ხანს რჩებით?“ „როდის მიდიხართ, მას?“ „ხომ არ წახვალთ
ხვალ, მას?“. ...ძალიან გავბრაზდი. ჯერ იმ წიგნებზე, რომლითაც ხელმძღვანელობდნენ; მერე
იმ რვეულებზე, რომლებიც სიტყვებით აქვთ გატენილი და რეალურად არ უსწავლებიათ; მერე
კიდევ იმ ადამიანობაზე, რომელიც ამ რეგიონში ბავშვების განათლების ბედს ასე იოლად დაიკიდებს
ფეხებზე და შუა გზაში იტყვის- მე მივდივარ! და წავა. ...და ბოლოს ჩემ თავზე, რომ ჯერ
კიდევ გეგმაში მაქვს ამერიკაში დაბრუნება.
(გაგრძელება შემდეგ პოსტებში)
Thursday, January 17, 2013
Masks and Closets
Thursday, November 29, 2012
ეთნობოტი
საერთოდ არ ჰქონდა სამუშაო ამ სეზონზე, მაგრამ მაინც აქტიურ რეჟიმში იყო და ეთნო ფორმულას ამუშავებდა. "რატომ შეიძლება ქალი აქტიურობდეს?" "ტოლფერდაა თუ არა აქტიურობა და ბოზობა ამ შემთხვევაში?" - ფენი უხურდებოდა კითხვების პროცესინგზე.
გადატვირთვის შემდეგ ფორმულა უკვე მზად იყო. დატესტა კიდევაც რამდენიმე ქალზე და დარწმუნებით შეიძლებოდა მისი ერში გავრცელება.
"სასურველი ქალის ასაკს - (+/-) 16 x მისი ყოფილი პარტნიორების რაოდენობაზე = ბოზობის კოეფიციენტი. აგრესია ბოზობის კოეფიციენტის პირდაპირ პროპორციულია და შეიძლება მისი აკვადრატება".
...და ერსაც ცხოვრება გაუიოლდა.

Thursday, October 18, 2012
ასო
"ანი, მომე ბანი და განდონი ჩემზე იყოს"- შეჰღაღადებს წინადაცვეთილი ყმაწვილი ქალის სხეულს და ასო ანიდან ჰაემდე ეწელება.
ანის განდონს შინ ჩინ ურჩევნია, სანი-ტარიულია და ამიტომ ყმაწვილს ისღა დარჩენია ძილ წილ დაანძრიოს.
და რა იცოდნენ ყმაწვილებმა, რომ ანი ბანს მხოლოდ ჟან-რაეს აძლევს! ან იცოდნენ, მაგრამ ანის უკან მაინც ასოების რიგში დგანან, ხან-ჯალით ეყოფიან ერთმანეთს და საუკუნეებს ითვლიან მის ტან-თან ალიტერაციამდე.
Wednesday, September 26, 2012
ჩვენი დროის ეროვნული ოვერდოზა
წუხელ,
იმ დოზის შემდეგ
მე სხეულზე კონტროლი დავკარგე, გონებას თეთრი ნისლი გადაეკრა
და გავხდი რიგითი ჯარისქალი.
წუხელ,
მე უხილავმა ძალამ ჩამირეცხა 26 წლის ნაგროვები საკუთარი, საღი აზრები
და მათი ადგილი შემივსო საუკუნეების განმავლობაში მომხდარი ბოროტების სცენებით, ...ადამიანების მიერ ადამიანების მიმართ ნაკეთები ბოროტების. და ნისლ გადაკრული გონება შოკურ რეჟიმში გადაიყვანა, თითქოს იმ საუკუნეების შემდეგ პირველად მანახა შუქი.
და წუხელ,
მე უხილავი ძალის სუბიექტური მიზნებისთვის გავხდი სხეული და მზად ვიყავი საუკუნოვანი უსამართლობებისთვის მოწინააღმდეგე აზრი, ან საერთოდ, აზრი მომეკლა.
გარეთ გავედი და ჩემნაირმა სხვა ათასობით ანტი რელიგიურ/პოლიტიკური სხეულების დანახვამ ძალა მომცა.
წუხელ,
წამით თვალების გახელა ვცადე (უხილავი ძალის დასანახად), მაგრამ დანაშაულად ჩამითვლიდნენ
და ისევ მასას მივყევი.
რადგან წუხელ მე ვიყავი ჯარისქალი და კუნთებით ვასრულებდი (უხილავი) ძალით დაკისრებულ მოვალეობას. შეჩერების უფლებას ბოროტების სცენები არ მომცემდნენ, რომლებიც სპირალივით მეხვეოდნენ მოგრძო ტვინზე და ქუთუთოების ქვეშ წამის მეასედებში მოკლული-ნაწამები ადამიანების სახეებს ანახლებდნენ.
...წუხელ არ გათენებულა.

Monday, September 17, 2012
Фёдор, родной мой!
"[я]Сам себе приключения выдумывал и жизнь сочинял, чтоб хоть как-нибудь да пожить. Сколько раз мне случалось — ну, хоть, например, обижаться, так, не из-за чего, нарочно; и ведь сам знаешь, бывало, что не из-за чего обиделся, напустил на себя, но до того себя доведешь, что под конец, право, и в самом деле обидишься. Меня как-то всю жизнь тянуло такие штуки выкидывать, так что уж я стал под конец и в себе не властен. Другой раз влюбиться насильно захотел, даже два раза. Страдал ведь, господа, уверяю вас. В глубине-то души не верится, что страдаешь, насмешка шевелится, а все-таки страдаю, да еще настоящим, заправским образом; ревную, из себя выхожу... И все от скуки, господа, все от скуки."
Monday, July 09, 2012
სტატისტიკურ ფიზიოლოგიას
მხრებზე ჩამოყრილ წაბლისფერ თმებში მარჯვენა ხელი შევუცურე, მუშტში მოვაქციე და მსუბუქად მოვქაჩე. ზურგზე დავაჯექი, მარცხენა ხელით ტუჩებზე შევეხე, სახე ყურთან მივუტანე და აჩქარებული, წითელი სუნთქვებით დავუორთქლე. მუცლის არედან ნეონის ბურთად დაიხვა, მოგრძო ტვინი გაიარა და ტუჩებიდან და ცხვირიდან ერთდოულად გამოხეთქა კვნესამ. ხერხემალზე ნარინჯისფერმა ეკლებმა ამოაყარა. ტუჩებიდან გაშვებული ხელით დავუყევი ეკლების ზოლს და უნებლიედ თეძოებზე და მუცელზე გავამრავლე. მუცელში ისევ ნეონის ბურთები ეხვეოდნენ. დახუჭული თვალებით და თითის წვერით ვეცადე შევხებოდი, უბრალოდ შევხებოდი, მაგრამ ხვევის ენერგიამ მთლიანად შემითრია და წამის მეასედში მის კლიტორზე გადააგდო თითები. მარცხენა ძუძუდან ვერცხლის წყლის სითხე ჩამომეღვარა და გზაში ბურთულებად გახლეჩილებმა მის ხერხემლის ზოლში დაიწყეს შეგროვება. ტერფებზე ხელები მომიჭირა, ნეკნების კარი გაეღო და ჩასუნთქული, იასამნისფერი ჰაერის მასით ჩემი სახელი ამომასუნთქა- ...ალექსა!
- "ალექსა! ალექსა! - დროა უკვე! მოვემზადოთ უნდა" - ტერფზე ხელის თათუნით მაღვიძებს ქმარი. "ბავშვს აჭამო, დროა და გავდივართ მერე". თვალები გავახილე. მარცხენა მხარეს სისველე ვიგრძენი. ...ჯანდაბა, რძეს გამოუჟონავს. ჰო, მართლა ჭამის დროა. დედობის დროა. ცოლობის დროა. სტუმრად წასვლის დროა. როლების დროა...
გზად, მანქანის მარჯვენა მხრიდან გავქცეროდი მოძრაობას და მეღიმებოდა- ჩემი სინამდვილე პატარა ნეონის ბურთად შეკრულიყო ჭიპთან და ტრიალებდა.
- "ალექსა! ალექსა! - დროა უკვე! მოვემზადოთ უნდა" - ტერფზე ხელის თათუნით მაღვიძებს ქმარი. "ბავშვს აჭამო, დროა და გავდივართ მერე". თვალები გავახილე. მარცხენა მხარეს სისველე ვიგრძენი. ...ჯანდაბა, რძეს გამოუჟონავს. ჰო, მართლა ჭამის დროა. დედობის დროა. ცოლობის დროა. სტუმრად წასვლის დროა. როლების დროა...
Monday, June 04, 2012
"Птица зари"
Птица зари (Bird of a dawn) 09.09.2008
მე შემიყვარდა კომპიუტერული ვირუსი, რომელმაც ლიბიდო გამიცოცხლა.
და თითქმის ყოველ დღე სექსი მაქვს ჩემივე უცხოვრები ნარჩენების პროექციასთან.
უცხოვრები ნარჩენების, რომლებსაც ნაცხოვრებმა ყოველდღიურობებმა აბორტები გაუკეთეს ჩანასახშივე.
და ახლა, შემთხვევით შემოღწულ ვირუსს საშვილოსნოს ყელით ვიკრავ.
გენიალურია.

Monday, May 21, 2012
შიშის კვირეულს
ძაან კეთილი ხალხი ცხოვრობს პლანეტა დედამიწაზე- ემპათიით აღვსილნი, დედამიწური კეთილდღეობის მოწინააღმდეგენი მაგრამ სამოთხის დამპროექტებელნი.
ცუდი ხალხიც ცხოვრობს დედამიწაზე. ეგენი უმცირესობებია- დედამიწური კეთილდღეობის მომხრენი და გამომდინარე აქედან ამორალურნი, საკუთარი ნების ამღიარებელნი და სხვისი ნების პატივისმცემელნი მაგრამ სამოთხე-ჯოჯოხეთური დაპირისპირების არ მოშიშენი.
კარგი ხალხი უთოსავით არი- გამოგონილია იმისთვის, რომ გაცხელდეს და გაასწოროს ბუნებრივად გაჩენილი ნაკეცები (უსწორების მასწორებელი), რომ მასაში გარეული მის ესთეტიკას არ არღვევდე. მასში გაურეველს კი კისერიც გიტეხია.
კარგი ხალხის გაუცნობიერებელი მიზანი გამრავლებაა. ან როგორ არ უნდა იყოს- ეჯაკულაციის დროს მოკვდავი სპერმების ნაცვლად მირიან მეფეებს, შუშანიკებს, რუსთაველებს, ანუ სამოთხისეული ცხოვრების სახელმძღვანელოებს ასხამს.
რა გასაკვირია, რომ ასეთი სახელმძღვანელოებით ნაკვებ თაობებს ცუდ ხალხზე გული შესტკივა; რომ აგრესიაშიც გადასდით ცუდი ხალხის არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია, მათი აბორტების კეთება, მათი მარიხუანას თრიფებით ნაწერი ფოლკი. ცუდი ხალხის სიმშვიდე და თავისუფლებისთვის სიცოცხლე იმდენად მიუღებელია, რომ კარგ ხალხს მათი მოკვლაც შეუძლია. ...არა, მთლად ასეც არ არის. იმდენად, რამდენადაც მხოლოდ წინა მხარეს შეღებილ ფასადებთან არ გამოვა ცუდი ხალხი და კარგ ხალხში შერევას არ ეცდება, შეუძლიათ იცოცხლონ; ...თავისთვის, ჩუმად.
მე კიდევ, როგორც გამვლელს, მიკვირს- როგორ გაჩნდა დედამიწაზე ეს ცუდი ხალხი? ამ ტოტალური კონტროლის და შიშის ქვეშ ცხოვრების რომელ ეტაპზე დაკარგა შიშის გრძნობა, გამოვიდა გარეთ და გადაწყვიტა, რომ ბედნიერება კარგია?!

Subscribe to:
Posts (Atom)