კატალონიურ აქცენტს და ესპანეთის მზეს მიათრევს მატარებელი. წიგნის ფურცლებს მიღმა მოვიპარე მზერა და ნეირონებს გადავეცი საკვებად.
კიდევ ერთი დღე აქ; ამ დღეს ვაშინგტონის რეისს ერთი ადამიანი არ გაჰყვა ..ან მეტი, მაგრამ მე მარტო იმ ერთს ვიცნობ; ბარსელონეტას პლაჟი; ბევრი კანი ... და ცხელი ქვიშა და ტატუ მისი; და თითქოს დაღლილი მზერა. ...ჰაერში ესპანეთი.
ნაჩო ყველით და გუაკამოლეთი; სერვესა დიდი; ფლირტი მიმტანთან; მერე ღიმილი მისი; 4 საათი უკვე; გზა ერთი სასტუმროსკენ და ოცნებაგარეული გეგმები იახტებზე ...და ისევ ღიმილი მისი, იშვიათად რომ იცის.
ბასკური ბარი და ლუდი და სუნი და ირგვლივ სიცილი ბევრი; გახშირებული მზერა ჩემსკენ; გაშარჟებული ცეკვა ქართული გზად; გახელებულ მკერდის კერტებამდე მოღწეული და უკან გაწვეული მზერა მისი;
აბსინტის ბარი მეძავების უბანში და დილის ორია. და თითის წვერები ტუჩის კუთხესთან, ...ისინიც წამში უკან გაწვეულები...
გზა პლასა დე კატალუნიამდე და მიხარია, რომ ჩემ თეძოს ძალიან პატარად ვრძნობ მის მკლავში დაჭერილს. შუბლზე მაკოცა; ეგო ამიმაღლდა 2 სანტიმეტრით და ფილტვები დავიბერე მისი მაისურის სუნით. ღამის კლუბი და პაპსა ჰიტები და გაორებული დისკო ბურთი და ჰაერი არ არი. მისი ხელი მაჯაზე და ჰაერი, ღამის შუქები, გაიშვიათებული ადამიანები ქუჩაში.
_I wanna get a tattoo.
_Well, let's go find a tattoo place.
_It's 4 am.
_We'll walk...
დაკეტილი ტატუს სალონები და 5 საათი დილის. ტაქსი 6 ევროდ და ბარსელონეტას უხალხო პლაჟი, ცივი ქვიშა ფეხის თითებს შორის და თბილი მოტალღო ხმელთაშუა. ზურგზე მეკრება ტანი და კვნესა ნარევი ცხელი სუნთქვა ყურის უკან და წამის შემგედ ფილტვები მებერება მისი ამონასუნთქით. ცხელ ტანზე მოტმასნილი ცივი ქვიშა და მკერდის სიმკვრივე მის თითებში, პულსების შეჯიბრი და ნეორონების ზეიმი; ფეხებში მომწყვდეული ტანი მისი და დიდ შრამს ვამჩნევ გულთან. ...სასტუმროს ოთახი და სიგარეტი და თვალები და ტუჩები მისი. "it would take months to properly make love to you, but we have tonight". მაგრამ მაინც ...გაცვლილი სავიზიტო ბარათები და ახლა გვარიც ვიცი მისი. დილის 7:30 -ზე დამთავრებული გრძელი დღე, "you should miss your flight today", მაგრამ მაინც მივდივარ და სიზმარში ვაგრძელებ დანარჩენს.
2 კვირის სიზმრებით აწყობილი არარეალობა და არავითარი სიტყვა მისგან. დიდი ხანია სიტყვები ასე არ მომშიებია. დიდი ხანია არ ჩადენილი ასე არ მინანია. დიდი ხანია არ ყოფნით გამოწვეული ტკივილი ასე არ მიზეიმია.
gmail-ი და გავარდისფერებული ეკრანი და დედამიწას ხალხი ჩამოსცვივდა და შემომაცვდა ყოველივე გეგმა/ღირებულება; ...და დარჩა მხოლოდ სექტემბერი.
თვის გეგმა: სტამბოლი.
2 კვირის სიზმრებით აწყობილი არარეალობა და არავითარი სიტყვა მისგან. დიდი ხანია სიტყვები ასე არ მომშიებია. დიდი ხანია არ ჩადენილი ასე არ მინანია. დიდი ხანია არ ყოფნით გამოწვეული ტკივილი ასე არ მიზეიმია.
gmail-ი და გავარდისფერებული ეკრანი და დედამიწას ხალხი ჩამოსცვივდა და შემომაცვდა ყოველივე გეგმა/ღირებულება; ...და დარჩა მხოლოდ სექტემბერი.
თვის გეგმა: სტამბოლი.
1 comments:
კარგად წერ :)
Post a Comment