კამკამა თვალები აქვს და ბევრს არ ლაპარაკობს. ყველაზე სევდიანი გამოხედვა აქვს, სიცილის დროსაც ეტყობა, რომ რაღაც ტკივილები აქვს უკან მოტოვებული და უნებურად გადმორბიან მისი თვალების კუთხიდან. ...რა თქმა უნდა ჩემი ჟელატინის ფიქრები ეხვევიან მის ტკივილს და გამოძიებას იწყებენ, მაგრამ ჩემს დაუკითხავად ბოლოს მაინც ტუჩებზე ეგლისებიან. მუცლიდან ელვების ჯარი ამდის გულთან, მთელი სისხლი გულშია და ვეღარ ვფიქრობ. ჯანდაბა! მაგარი გარყვნილი ორგანო ხდება გული, როცა მთელ სისხლს პატრონობს; ეროტიული ფოტოების სლაიდებს უშვებს გუგების ქვეშ: გადამჯდარი ვარ, ყელი ხელებში მაქვს მოქცეული და თვალებში ჩავცქერი; ტუჩი ვერ მიმყავს მის ტუჩთან- ტკივილი უფრო მომწონს; მისი ინერტულობა ფილტვებს მიბერავს და ჰაერის გაცვლას ვერ ვასწრებ ოთახთან; კანს ვაკრობ კანზე; მისი ზურგი მეკაწრება ჩემი სურვილის მიუხედავად; შუბლს ვუკოცნი; ..."სამომავლო გეგმა, იდეალურ ვარიანტში, არის თვითშენარჩუნება გრანტებისგან დამოუკიდებლად" ...უცებ უბრუნდება სისხლი ტვინს, უცებ შეგვემოსა ტანი, უცებ შეუხორცდა ნაკბენი ქვედა ტუჩთან, უცებ დაუბრუნდა სკამი მაგიდის კუთხეს, თეთრ მონიტორს ფონტი გაუხშირდა- ვხედავ ახალ 38 იმეილს, ყურებმა კარიბჭე გააღეს. ...ოთახის ბოლოში ზის ის და უხმოდ ამუშავებს საინფორმაციო ბაზას.
არავინ ფიქრობს მასზე. ეს უფრო სასტიკად მანდომებს რომ ჩემი იყოს. პირველად გამოვიყენე ჩემი პოზიცია და რამდენიმე დღით მაინც ახლოს მომყავს ეს არსება.
თვის შიში_ საპნის ბუშტი.
2 comments:
პოეტი ყოფილხართ. პოემაა ეგ რაც წავიკითხე.გაუმართლა მაგ პერსონაჟს თუ სინამდვილეში არსებობს.
პოეტის არ ვიცი, მარა თრიფებს ვაკონსერვებ ხოლმე აქ.
ეს პერსონაჟი რეალურად არ არსებობს.
= )
Post a Comment